"სამშობლო ჩემი გულია" - ნათელაშვილი დავით გარეჯზე აზერბაიჯანული წარწერის გაჩენას ეხმაურება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142920 დავით გარეჯის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გამოჩენილი, აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილი წარწერის "სამშობლო ჩემი გულია"-ს შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამონატრო კომპლექსიდან განცხადებას ავრცელებს. ნათელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა პირდაპირ მიჰყიდა დავით გარეჯი პრეზიდენტ ალიევს, ამ უკანასკნელმა კი მიიტაცა ტერიტორია. ნატელაშვილი ალიევს მოუწოდებს, უკან დააბრუნოს საქართველოს კუთვნილი მიწები, საწინააღმდეგო შემთხვევაში, არ შეიძლება, ერთი მხრივ, მოკავშირეები გვეწოდოს, მეორე მხრივ კი, მიწების ანექსია ხორციელდებოდეს. ლეიბორისტების ლიდერი აცხადებს, რომ ეს პრობლემა არ ეხება აზერბაიჯანელ ხალხს, ეს ეხება მხოლოდ მთავრობებს და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ისევ ისე მეგობრულად და ძმურად გააგრძელებს თანაცხოვრებას.
0