Deutsche Welle: ევროკავშირის ეკონომიკას ისტორიული მასშტაბის რეცესია ელის

0
ევროზონის ეკონომიკა შესაძლოა 7.7%-ით შემცირდეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის ავტორები მივიდნენ, რომელიც ბრიუსელში იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ წარადგინა. ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარის თქმით, ასეთი ეკონომიკური შოკი ევროპაში დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარის თქმით, ასეთი ეკონომიკური შოკი ევროპაში დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ევროკომისიის პროგნოზით, 2020 წელს ბლოკის 27 სახელმწიფოში შიდა პროდუქტის მოცულობა 7.4%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 6%-ით გაიზრდება. მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება: პოლონეთის -4%-იდან საბერძნეთის -10%-მდე. განსხვავებული იქნება ეკონომიკების აღდგენის ტემპიც. ჯენტილონის თქმით, ეს საკარანტინო ზომების მოხსნის სიჩქარით, ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულობით და ბიუჯეტების ფინანსურ შესაძლებლობებით იქნება განპირობებული. მისივე თქმით, ასეთი არათანაბარი ვითარება ევროზონის შიდა ბაზრის ერთიანობისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში უკვე შევიდა. #ევროკავშირი#ევროზონა#ეკონომიკა#რეცესია# Deutsche Welle#TbilisiDaily#DailyNews
0