იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა

0
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაზრდილია წინა დღესთან შედარებით, როდესაც იტალიაში „კოვიდ-19“-ით 239 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 29 684 შეადგინა. ამასთან, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 1 444 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 214 457 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8 014-ით გაიზარდა. განკურნებულთა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ხელისუფლება განმარტავს იმით, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობას წინა რამდენიმე დღის გამოტოვებული მონაცემები დაემატა. საერთო ჯამში, კორონავირუსისგან იტალიაში 93 245 ადამიანი განიკურნა. #იტალია # COVID 19#TbilisyDaily#DailyNews#
0