ვირუსული დისკრიმინაცია – რატომ ირჩევს COVID 19 უფრო ხშირად მამაკაცებს?

0
ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ია ინფიცირებილი და თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს, გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით აშშ-ში, ჩინეთში, იტალიასა და ესპანეთში გარდაცვლილების 60-65% სწორედ მამრობითი სქესია. უფრო ჩაშლილი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: იტალია – გარდაცვლილთა 65% მამაკაცია ესპანეთი – 60% გერმანია – 58% ნიდერლანდები – 59% ჩინეთი – 64% აშშ – 59% ინდოეთი – 73% დომინიკის რესპუბლიკა – 79% ესტროგენი ტესტოსტერონს ჯობნის? ჯერ კიდევ 2013 წელს გაირკვა, რომ მამაკაცების ჯანმრთელობას მათივე ჰორმონი ვნებს. სწორედ მაშინ დაინტერსდნენ მეცნიერები, როგორ მოქმედებს მათზე ჰონჰკონგის გრიპის ვაქცინა. ის დაახლოებით 9 ათეულ ადამიანზე გამოიცადა. მათგან 53 ქალი, 34 კი მამაკაცი იყო. ვაქცინის შეყვანამდე და შემდეგ მათ უზომავდნენ ანტისხეულების რაოდენობას სისხლში და გენების აქტივობას, რაც იმუნიტეტზე ახდენს გავლენას. შედეგად, ქალებს გაცილებით მეტი ანტისხეული აღმოანდათ. ანუ, მათი ორგანიზმის დაცვის რეაქცია გაცილებით ძლიერი იყო. მამაკაცებშ კი, განსაკუთრებით მათთან, ვისაც ტესტოსტერონის დონე მაღალი ჰქონდა, გენების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც ანტისხეულების გამომუშავებას ხელს უშლის. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2005 წელს კანადაში. მღრღნელებს შეუყვანეს ფერმენტი, რომელიც მათ ინფექცვიური ანთების დამარცხებაში უნდა დახმარებოდა. გაირკვა, რომ მამლების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მდედრებს ავადმყოფობის წინააღმდეგ დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმი აქვთ, რასაც ესტროგენი გამოიმუშავებს. არსებობს ვერსია, რომ ესტროგენს აქვს უნარი თუ ბლოკირების არა, ყოველი შემთხვევისთვის, მნიშვნელოვნად შეამციროს ცილა АСЕ2. ეს კი უჯრედების ზუსტად ის რეცეპტორებია ორგანიზმში, რომლებსაც კორონავირუსი თავისი წანაზარდებით ეჭიდება. ის რომ არ იყოს, ვირუსი ვერვ ვერაფრით დაიმაგრებდა თავს. ესტროგენის სარგებლიანობის გამო, მეცნიერებმა მისი გამოყენება COVID 19-ის მკურნალობის პროცესში დაიწყეს. აშშ-ში უკვე დაიწყეს მისი კლინიკური გამოცდა. მისი გამოცდა 55 წელს გადაცილებულ 110 მამაკაცსა და ქალზე იგეგმება. არ ეშინიათ ირკვევა, რომ ეპიდემიის დროს, მამაკაცების წინააღმდეგ სხვა გარემოებებიც მოქმედებს: ამერიკელმა სპეციალისტებმა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მონაცემებით გაარკვიეს, რომ კაცები უფრო იშვიათად იბანენ ხელს საზოგადოებრივ ტუალეტებში. ამას გარდა, არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო იშვიათად მიმართავენ ექიმებს. ამას შეიძლება დავუმატოთ თამბაქოს მოწევა და სხვა მავნე ჩვევებიც… წყარო: LIFE
0