ზვავში მოყოლილ ტრაქტორისტს ისევ ეძებენ

0
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილ ტრაქტორისტს მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.თუშეთის გზაზე ე.წ. ცოდვიანთ ხევთან 5 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ტრაქტორისტი, რომელიც სოფელ ლალისყურის მკვიდრია საგზაო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. მასთან ერთად მყოფ ზაქარია ცისკარიშვილს, რომელის სოფელ კისისხევიდანაა, გუშინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩუტარდა ოპერაცია. მას თავის ტრავმა მუხლის მოტეხილობა ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. უამინდობის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა შესაძლოა დაგეგმილზე გვიან გაიხსნას. მიზეზი ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე ზვავ საშიშროება და მეწყრული პროცესებია.
#news
#ზვავი
#თუშეთი
#ომალო
#dailynews
#tbilisidaily
0