დრო

1
''არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა… და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...'' ''დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.'' ''დაუქოქავი საათი ვითხოვ ღირსეულ წრეს. დროსთან გავმართე კამათი, დრო არ ჩერდება, წვეთს... წლები წინდაწინ იწევენ, ითხოვენ თავის წილს. ანგარიშს არც კი მიწევენ. ცოტა არ იყოს მწყინს. წვეთენ წამები, წუთები. დრო სისხლს და სახსრებს მწოვს. დროს ხომ ვერ გაებუტები? -ხათრი არა აქვს დროს...'' ნიკო გომელაური
1