ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შიდა საზღვრებს ხსნიან

0
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან ამ სახელმწიფოს შორის არსებული შიდა საზღვრები გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა Twitter-ით განაცხადა. კარინშის თქმით, ბალტიის 3 სახელმწიფოში უცხოეთიდან ჩასულ ნებისმიერ ვიზიტორს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. 6 მაისის მოცემულობით, ლატვიაში კორონავირუსით 900 ადამიანია ინფიცირებული, ლიეტუვაში 1428, ხოლო ესტონეთში 1713. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#borders
#baltics
#headline
#news
#covid19
0