ხარაგაულში ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

ByOn.geGeorgia
0
ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის ამსახველი კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ადგილზე ერთ-ერთი ჩინური კომპანია მუშაობდა, რომლის ტექნიკაც ამ დროისთვის ადიდებულ მდინარეში დგას. მთავარ არხთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, რომ სტიქიის გამო კომპანიის კუთვნილი ტექნიკა არ დაზიანებულა. მისი განცხადებით, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სახნავ-სათეს მიწებს არ შეხებია.
#news
ByOn.geGeorgia
0