7 მაისის ტიფლისური წვიმის ისტორია

0
ბევრი ლეგენდა გვსმენია ტიფლისის შესახებ, მაგრამ ეს უჩვეულო და საინტერესო ამბავია. ბევრ ახალგაზრდას ბებია-ბაბუებისგან სმენია ამ ამბის შესახებ. ძველად ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. საინტერესოა რატომ? განა რა დაჰკარგვიათ ცაში? პასუხი ძალიან საინტერესო და უცნაურია - 7 მაისს ტიფლისში აუცილებლად იწვემებს! ალბათ იკითხავთ ეს ხომ წვიმაა, უბრალოდ წვიმა. არა მეგობრებო, ეს სულ სხვაა წვიმაა! წვიმა რომელსაც თავის ისტორია აქვს და რომელმაც დროს გაუძლო. არსებობდა ასეთი რწმენა, ტრადიცია, რომ 7 მაისს საღამოს უნდა მოსულიყო ბედნიერების წვიმა! ქალიშვილების წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშრო. ასეთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს ტფილისის ჰამქარი: “ეს ის დღეა, როცა ტექსტი და ისტორია მეორდება! დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. თითქმის არ მახსოვს თბილისში 7 მაისს, რომ არ ეწვიმოს! ეს “თითქმის” 2 წლის წინ მოხდა. 2015 წლის 7 მაისს არ უწვიმია.. 13 ივნისს იწვიმა! ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს. ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ. ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”. გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპარები შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, მას ასევე სამკურნალო თვისებასაც მიაწერდნენ. თვლიდნენ, რომ თუ ამ დღეს წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, თმა გაიზრდებოდა და გაჯანსაღდებოდა. ამ ამბავზე ხალხური ლექსიც არსებობს: „შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო. შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო. შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო“...
#ტიფლუსურიწვიმა
#შვიდიმაისი
#ლეგენდა
#ისტორია
#tbilisidaily
0