ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი გადასცეს

0
დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“ საბედა ბებოს, რომელიც ხორხის ხეობაში, გომურში, ძროხასთან ერთად ცხოვრობდა, მეორადი სახლი-კონტეინერი გადასცა. „ალბათ, ყველას გახსოვთ საბედა ბებო და მისი სევდიანი ისტორია. საბედა ბებო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა – ძროხასთან ერთად, ბოსელში; არ ჰქონდა თავზე ჭერი, წესიერი ავეჯი და საცხოვრებლად საჭირო მინიმალური პირობებიც კი. კამპანიის
#რედკოზრუნავს
ფარგლებში, დეველოპერულმა კომპანია რედკომ გადაწყვიტა, საბედა ბებოსთვის მოეწყო პატარა, მყუდრო გარემო, სადაც ის თბილად შეძლებდა ცხოვრებას. ჩვენ საბედა ბებოს მის შერჩეულ ადგილას დავუდგით სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ასევე Smart Supermarket-ს, რომელმაც ბებოსთვის სააღდგომო პასკები და სხვა პროდუქცია გამოყო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0