ალოე-მრავალმხრივი გამოყენების და საუკეთესო შედეგისთვის.

0
ალოე ვერა- პრპდუქტი რომლის მრავალფუნქციურობასა და ჯადოქრობაზე ყველა თანხმდება☺️ის კანს კვებავს მნიშვნელოვანი ვიტამინებით და მინერალებით, კარგია შეშუპების დროს, აკნეს, დამწვრობის დროს.ეს მცენარე ბევრს სახლშიც კი აქვს ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა რეცეპტებს თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენს კანს ალოე ვერათი? ?გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ალოეს ფოთლების შიგთავსი გახეხეთ, დაახლოებით 2კოვზ გახეხილ ალოეს დაუმატეთ იმავე რაოდენობის რძე და 1 ცალი კვერცხის გული, აურიეთ ერთმანეთს და 20წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახის კანზე ?ნიღაბი დახეთქილი და დაზიანებული კანისთვის. 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაფქული შვრია(ფქვილის კონსისტენცია უნდა იყოს), ალოეს წვენი და 1/2ჩაის კოვზი გლიცერინი.დაიტანეთ 20წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.ეს ნიღაბი ატენიანებს კანს და ხელს უშლის მის გამოშრობას ?ალოეს გამოყენება ასევე შეგიძლიათ დამწვრობის დროსაც, საუკეთესო მშველელია მზისგან დამწვარი ნაწილების დასატენინანებლად და ანთების ჩასაცხრობად.მე პირადად ალოეს გელს ვასხამ ყინულის ფორმებშიდა ვინახავ საყინულეში.საუკეთესოა დამწყვრობის დროს. ? აკნეს სამკურნალო ნიღაბი 1ჩაის კოვზი ალოეს წვენი, 1ჩაის კოვზი არაჟანი, 1/2კვერცხის გული. (ჩემი ფავორიტი homemade) ? ლოსიონი გადადუღებული და გაგრილებულ წყალს, ვუმატებთ 1ჩაის კოვზ გლიცერინს, 2ჩაის კოვზი ალოეს წვენი, 1ჩაის კოვზი ლიმონი, გაიწმინდეთ სახე ამ ლოსიონით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
#სახისმოვლა
#რჩევები
#რჩევებისილამაზეზე
#ალოევერა
#skincare
#selfcare
Tbilisi
0