0
ასე გამოიყურება ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს ადამიანი და არაფერში სჭირდება. მაგალითად: რამდენი აქვს მის ნათესავს ხელფასი; როდის დაქორწინდება თამაზის ბიჭი; ეთერის გოგო ისევ გვიან დაბრუნდა სახლში, თან, ახლა სხვა მანქანით მოიყვანეს; რაზე იჩხუბეს თანამშრომლის შვილმა და რძალმა და მერე როგორღა შერიგდნენ; როგორი რემონტი გააკეთა ნაცნობმა და მერესადაური ავეჯი დაიდგა "ზალაში"; ყავს თუ საყვარელი მაიას, რომლის ქმარიც მეორე წელია ციხეშია; რა სახსრებით დაიწყო თამუნამ ბიზნესი, რომ კითხო ფული არ აქვს. რაც უფრო მეტ, მსგავს შეკითხას სვამს ადამიანი და ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს პასუხებიც მიიღოს, მით მეტი ნაგვით იწნეხება, იპრესება და თავს რომ ცუდად გრძნობს, მაინც სხვას აბრალებს...?
#news
0