საქართველოში კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან

0
საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძე განცხადებით, კვლევის მიზანია, 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება გამოვლინდეს. რაც შეეხება უშუალოდ მედიკამენტებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე „რემდესივირის“, „პლაქვენილის“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირისა“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირის“ ეფექტურობა დაიტესტება. თენგიც ცერცვაძის განცხადებით, კვლევაში მონაწილეობის მიღება საქართელოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავად შესთავაზა, რასაც ქართული მხარე დათანხმდა. მისი თქმით, კვლევაში 7 კლინიკა იქნება ჩართული: ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საავადმყოფო მედალფა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და საჩხერის საავადმყოფო. კვლევაში პაციენტების ჩართვა, ნებაყოფლობითი იქნება.
0