მონდომების ხელი

0
მე ვარ 88 წლის ჟორა გოგრიჭიანი. ხის ოსტატი. ცალი ხელი არ მივარგა. ცალი კიდევ ორს სჯობს - ისე. მოგიყვები ჩემს ამბავს ხელის ამბავს მოგიყვები. რა თქმა უნდა, მე გლეხის ოჯახში დავიბადე. ჩემი სოფელი არის ღები. სკოლაში ძალიან გაუჩერებელი ვიყავი, ხელმარჯვე. დანით ვაკეთებდი. თითი არ მქონდა, რომ არ წემეჭრა დანით. ჯოხი, რომ ჯოხია, ვინმეს ხელში რომ დევინახავდი, ვამბობდი, ესი რომ ასე გაკეთდეს, უკეთესი იქნება მეთქი. ნიჭი დამყვა ესეთი. ჰოდა, სკოლიდან წამიყვანეს ფეზეოში. ვიყავი მეათე კლასში. იქაც ვერ მაჩერებდნენ. არ მიყვარდა შახტა, არ მიყვარდა შიგნით შეძრომა, ჰოდა, ექვსი თვე უნდა ვყოფილიყოთ შახტაში, 15 ბიჭი წაგვიყვანეს სოფლიდან და უნდა ესწავლებიოთ იმგენებს იქ მიწას როგორი დაქანება ჰქონდა, როგორი ძარღვები - ამისი სპეციალები უნდა გამოვსულიყოთ. მე როგორც ხელმარჯვე, მჭედლათაც ვმუშაობდი, შახტასაც ვამაგრებდი. ჰოდა, ერთხელ ღამის სმენაში ვიყავი. მნგრეველად ვიყავი მე, ჩემი ამხანაგიც. საფეთქი მასალა შემოგვაკლდა. სმენაც უკვე მთავრდებოდა. ვფიქრობდით ახლა და ვდაობდით ერთმანეთში: აგვეფეთქებიოს თუ არ აგვეფეთქებიოს. მე ვეუბნებოდი, რომ მოდი ახლა ამას დავანებოთ თავი, ჩავაბაროთ ახალ სმენას. არაო, მაინცდამაინც მოვიტან საფეთქ მასალასო. ახლოს იყო საწყობი. ღიათ იყო. პატრონი არა ყავდა იმას - დამკეტი და მოყარაულე. მე გამჯავრებული ვიყავი, რომ დამიჯერა. მოვიდა, მოიტანა საფეთქი. კაფსოლები დადვა ასე. დააწყო. პაჩკა დადვა კაფსოლების. მოვიდა და დაჯდა ჩემს გვერდზე. , , რაზე ნერვიულობო კაცოო, ავაფეთქოთო და წავიდეთო’’ ავდექი და დავიწყე სამზადი. მოვკიდე სამ კაფსოლს, სამი იყო ასაფეთქებელი, მაინცდამაინც სამივე ავიღე. ბედია ყველაფერი. აქეთკენ შნური მქონდა დაჭერილი. გავუკეთე და რომ აფეთქდა, ამაგდო მაღლა და მაჯახა ზევით და რა ქენი, ბოდიში, რა ქენი შენ შობელ-ძაღლო თქვა! ააფეთქე თქვა?! - არ შამომყრია გულზე. დამინახა და ვაიო - დაიძახა. იმას შემოსვლია გულზე. დავხედე და სახეზე ხელის ნატეხი ძვლების ალბათ და კაფსოლების ნაყარი ჰქონდა. მეც, სახეზე რაც ნადაღი მაქვს, სულ მაგისგანაა. უკვე თვალებით ვეღარ ვიხედებოდი, სისხლმა მომიარა. მომიყვანეს აქ ღებში, საავადმყოფოში. საავადმყოფოში იმ ექიმს, ის ექიმი გერმანიში ნამყოფი იყო, არა ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთვის ოპერაცია გეეკეთიბინოს. გამომწერეს ონში. გამიკეთეს ოპერაცია. სახე მთლიანად შეხვეული მქონდა. ვერ ვიყურებოდი. იმან წამალი გამიკეთა. იმ ექიმმა. გერმანიიდან ჩამოტანილი ქონოდა სახლში და დამწერა მოწერილობაში, რომ 21 დღე არ მიაკაროთ ხელი თვალებს. არ შეხსნათ. ვიყავი ასე 21 დღე. ვშიმშილობდი. ვერ მაჭმევდნენ. დევიწყე ფიქრი თვითმკველობაზე. ი, ბავშვი ვიყავი. უკვე 17 წლის ვიყავი, ბავშვიც აღარ ვიყავი, მაგრამ მაინც. რომ მოვიდა 21 დღე და შემიხსნეს სახე - , , გაახილე თვალები’’ - მეუბნებიან. ვყიპავ თვალებს, მარა ვერ ვახელ. გაახილე - ჩამომიყვირიან. კარგად არ მეყურებოდა ყურში. და უცებ დავინახე. გამოვიდა თვალები საღი. გამიხარდა. სიკვდილი შემძულდა უცებ. სიცოცხლე დავინახე და შემძულდა. ჰოდა, ხელს ვერ უქნეს ვერაფერი. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა გადავკვეთოთ ნიდაყვში და დანარჩენი გადარჩებაო. დედაჩემმა არ დაანება და ღამე მომიპარა საავადყოფოდან. წამიყვანა სოფელში და იქ თავისი გაკეთებული წამლებით შეახორცა ხელი. დედაჩემმა - ვალენტიმ. ვალენტი გავაშელმა. დამაჯენდა ფეჩთან, მარგანცოვკიანი წყლით და თხის ქონით მიმუშავებდა, მიმუშავდება და მომეცა ძალა. მაგრამ მტევანი გამიფუჭდა. ცალი ხელი მაქვს, ცალი ხელით ვშრომობ. ორი ხელია ეს ხელი. შეიძლება სამიც. ან მეტიც. ბედია ადამიანი. ბედი და მონდომება. რომელი უფრო? უფრო მონდომება. მონდომება. და მონდომება.
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
#სოფლებიდაადამიანები
0