0
❤️❤️? საგრიმიოროში დავადექი თავზე- იხსენებდა რეზო ჩხეიძე გრიმს უკეთებდნენ და ეტყობა არ მოსწონდა რაღაც.. მე არც მომაქცია სალამზე ყურადღება არც მაშინ გამომხედა, რომ ვუთხარი, ბატონო სერგო, სცენარი მოგიტანეთო. და.. ავდექი მეც და უნებართვოდ, იქვე დავიწყე ამბავის მოყოლა. მხოლოდ მაშინ ასწია თავი ზაქარიაძემ, როცა იმ ადგილამდე მივედი, ჰოსპიტალში რომ არ დახვდა მახარაშვილს შვილი. მხოლოდ აქ ამომხედა დაინტერესებულმა. და მერე რა ჰქნა შენმა მახარაშვილმა? მკითხა. და გავაგრძელე მეც.. თუ როგორ მოხვდა კახელი გლეხი ომის წინა ხაზზე, როგორ დაატოვებინა თავი გენერალს ნაწილში, როგორ ომობდა და როგორ დაეძებდა მთელ ფრონტზე შვილს, დღეები, თვეები, წლები და როგორ იპოვა ბერლინში, ნანგრევებში, როგორ იცნო ხმაზე, სიმღერაზე.. მერე? მერე რა მოხდა?.. აქ სერგო უკვე ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა, გავაგრძელე მეც და როცა მივედი იმ ადგილამდე, სადაც მამა უკვე ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება.. დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭოო? .. პატარა ბავშვივით აუთამაშდა სახე ზაქარიაძეს. ცრემლები მოაწვა და ატირდა.. ზაქარიაძე ტიროდა... ზაქარიაძე... და მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ და რომ მან და მხოლოდ მან უნდა ითამაშოს ეს როლი და ვუთხარი კიდეც სათქმელი და მეო? .. ჩამეკითხა ზაქარიაძე. წუთით გაჩუმდა და რო გაიაზრა კიდევ ერთხელ ყველაფერი გრიმი გვერდით გადადო და კვლავ ტირილი დაიწყო.. ავტირდი მეც.. ამ ცრემლებიდან დაიწყო ყველაფერი.. მის შემდეგ 55 წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ფილმის ნახვისას ზუსტად ისევე იქცევა, როგორც იმ დღეს ეს ორი დიდი ნიჭის, უზარმაზარი ნიჭის მქონე ქართველი. ქართველი, ხო, ქართველი, შენი სისხლი და ხორცი, ,
#goodplaces
0