ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

0
მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებთან და სტომატოლოგთა პროფკავშირებთან შეთანხმებით და მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით. დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dent@moh.gov.ge. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძის თქმით, 11 მაისიდან რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს. „შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, - აღნიშნავს ზაალ კაპანაძე.
#mohgovge
#stopcovid19
#stopcov
#health
#healthcare
0