რას უნდა მოველოდეთ ჯონ გალიანოსგან? დიზაინერი თავის გეგმებზე ანა ვინტურთან საუბრობს

0
როგორია შემოქმედებითობა კრიზისის დროს? Vogue Global Conversations – ს პარიზიდან მარჯიელას მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯონ გალიანოც შეუერთდა, რომელმაც ამერიკული ვოგის რედაქტორთან, ქონდე ნასთის სამხატვრო ხელმძღვანელ ანა ვინტურთან პანდემიის პირობებში თავისი სამუშაო პროცესი და სამომავლო გეგმები განიხილა. VGC მოდის ბიბლიის ინიციატივაა, რომელიც ონლაინ დიალოგების სერიას წარმოადგენს. საუბრები მიმდინარეობს ვოგის რედაქტორებს, მოდის გავლენიან დიზაინერებს და აღმასრულებლებს შორის. განსახილველი თემები წარმოადგენს ყველაფერს, რასაც ახლა ამ სფეროსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: „როგორი იქნება ონლაინ ვაჭრობა მომავალში?“ „როგორია ჩვენებების მომავალი?“ „როგორ უნდა განვითარდეს ინდუსტრია ჯანსაღად?“ და ა.შ. ისევე, როგორც მთელი მოდის ინდუსტრია, კოლექციების შექმნის, წარმოების, გაყიდვის პროცესის ახალ, განსხვავებულ გზებს გენიალური გალიანოც ეძებს. აღსანიშნავია, რომ ჯონს მთელი თავისი შეუდარებელი კარიერის განმავლობაში ჰქონდა როგორც აღმასვლები, ისე დაღმასვლები. მან დაკარგა შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლი დიორში, დაკარგა საკუთარი ბრენდი და ეს ყველაფერი იმიტომ არა, რომ მისი წარმოუდგენელი ნიჭის გამოვლენა შეფერხდა, არამედ პიროვნება ჯონ გალიანო აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელიც დახმარებას საჭიროებდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მაშინ დიზაინერს გვერდში დაუდგა და გააცნობიერა მისი გასაჭირი, ანა ვინტური იყო, რომელსაც ჯონი ამ ვირტუალურ შეხვედრაზეც სიამაყით მოიხსენიებს, როგორც თავის „უახლოეს მეგობარს.“ მარჯიელაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჯონი ბედნიერია, აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს და ყველას გვახსენებს, რომ ნამდვილი შემოქმედები ჯერ კიდევ არიან ჩვენ გარშემო. „მე ვნება მამოძრავებს. „დრესმეიქერი“ ვარ, “ – განაცხადა გალიანომ Zoom – ში ჩართვისას. „ოსტატობა, ჩემი გუნდის თავდადება და შექმნის თავისუფლება მაძლევს ბიძგს. ეს ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ნებისმიერი რამე შეგიძლია იყო ამ სამყაროში და რადგან ეს ასეა, იქნებ ვეცადოთ, უფრო კეთილები ვიყოთ ერთმანეთის და ასევე ჩვენი პლანეტის მიმართაც?“ ახლა ჯონს უნდა საუბარი წამოიწყოს ახალ თაობასთანაც. აპირებს, რომ Y და Z თაობებთან ვირტუალური კომუნიკაციით განსაზღვროს კოლექციების წარდგენის და გაყიდვის ახალი საშუალებები. ამასთანავე, არსებულ ვითარებას ნებას არ მისცემს ხელი შეუშალოს თავის კრეატიულ სამუშაოს და ამბობს: „შემოქმედებითი პროცესი შემოქმედებითი პროცესი იქნება. იღბლიანი ან საკმაოდ სენსიტიური ვარ, რომ მესმის რაც ხდება.“ ის მომავალ ჩვენებასაც გეგმავს და მასთან დაკავშირებით თავის იდეებს გლობალურ საზოგადოებას უზიარებს: „ამ პერიოდმა შთამაგონა, რომ შეიძლება შემოქმედებითი პროცესი ვაჩვენო. Y და Z თაობების ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვერ ხედავს ამას. ივლისში დაგეგმილი „არტისანალ“ ჩვენებსთვის იმას ვაჩვენებ რაც მთავარია, ესენციას, პარფიუმს, პირამიდის მწვერვალს. სწორედ ამას წამოვაჩენ, მინდა ეს ესმოდეს ხალხს. სექტემბერში – გავლენას, იმას თუ როგორ შთააგონა ამან რედი-თუ-ვეარ ხაზები, გაერთიანებული კოლექცია, აქსესუარები — ამ იდეას ხანგრძლივ პერქსპექტივაში განვიხილავ, ვნახოთ რა იქნება. მართლა ძალიან აღელვებული ვარ.“ მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ჩვენების ჩატარების ფორმატი, იმედოვნებს, რომ ფიზიკურის და ციფრულის კომბინირებას შეძლებს: „ეს თავგადასავალია, ის, რაც არასდროს გამიკეთებია! მე მიყვარს პატარა შოუების მოწყობა, ბევრად უფრო ინტიმურის, სადაც ყველას პირველი რიგის ადგილი ხვდება. შეიძლება კიბერ მოწვეული სტუმრები გვყავდეს, რომლებიც იქ დასხდომას შეძლებენ…მწერალი, მსახიობი, პოეტი, რაღაც ახალი. მიყვარს ჩვენების ჩატარება, მაგრამ სინამდვილე უნდა მივიღო და მოვლენების განვითარებას დაველოდო. ახლა ამ ისტორიის, კოლექციის დოკუმენტირებაზე ვარ გადართული და ტექნოლოგიასთან ვმუშაობ. ასე შემიძლია სამოსის აუთენტურობა ვაჩვენო, რომ მე „დრესმეიქერი“ ვარ.“
#ჯონგალიანო
#ანავინტური
#მოდა
#დიზაინი
Tbilisi
0