0
გურულების იუმორი არა, მაგრამ ლეგენდას გურიაზე კი გაგიზიარებთ? "ნორვეგიაში არსებობს ლეგენდა ვიკინგებზე, რომლებმაც გურიაში იმოგზაურეს. უკან დაბრუნებისას, მათ განაცხადეს, რომ სამოთხეში იყვნენ. საქმე ისაა, რომ ვიკინგებს სამოთხე წარმოედგინათ ადგილად, სადაც არის ლხინი, ქეიფი, ლამაზი ქალები და კაცები, რომლებიც მომაჯადოებლად მღერიან და ცეკვავენ. ირგვლივ კი საოცარი ბუნება ატყვევებს მნახველს. ლეგენდის თანახმად გურიაში ვიკინგებს ჩვეულებისამებრ უმასპინძლეს გურულებმა, სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, საოცარი სიმღერები ცამდე ისმოდა და ირგვლივ სულ ლამაზი ხალხი დადიოდაო. ამიტომაც, ვიკინგები სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა და პირდაპირ დედამიწისეულ სამოთხეში ამოჰყვეს თავი." ნორვეგიაში მცხოვრები ორი გურული ძმა -"გავიკინგებული" დუმბაძეები
#goodplaces
0