0
დღეს 9 მაისია, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავი!? 1945 წლის 9 მაისი...იმედმა დაამარცხა სიკვდილი, გასრულდა 1418 სისხლიანი დღის ეპოპეა...რაიხსტაგზე, ქანთარიასა და ეგოროვის მიერ, გამარჯვების დროშა აფრიალდა...სწორედ ამ დროშის აფრიალებით დაიწყო ის ჯაჭვური რეაქცია, სიხარულის, ბედნიერების აპოთეოზად რომ იქცა. ეს იყო გამარჯვების დღე!!! ამ ერთი დღისთვის მოდიოდნენ დღითა და ღამით, მარშით და შეტევით, მოდიოდნენ თვითმფრინავით, ტანკებით, ცხენით, ფორთხვით, მეგობრის ზურგით, საკაცით...მაგრამ მოდიოდნენ, იცოდნენ, რომ უნდა მოსულიყვნენ, რომ მათ მთელი მსოფლიო შემოჰყურებდა....მას შემდეგ 75 წელი გავიდა-ამდენივე გაზაფხული გაგვითენდა, ამდენჯერვე ჩამოთოვა მყუდრო ციდან, დღეს ჩვენ გარდასულ დღეთა გმირებს ვიგონებთ, რომელთა წინაშეც ქედი უნდა მოვიხაროთ...სამარადისო დიდება გმირებს!!!
#goodplaces
0