0
დღევანდელ დღეს! ზუსტად ამ დღეს, 1924 წლის 9 მაისს, დაიბადა ცნობილი ბარდი- პოეტი, კომპოზიტორი, მომღერალი ბულატ ოკუჯავა!? ბულატ ოკუჯავამ ძალიან საინტერესო და რთული ცხოვრება გაიარა, მშობლები რეპრესირებული ყავდა… 17 წლის ასაკში ომში წავიდა, სადაც სერიოზულად დაიჭრა… არასტანდარტული და თავისუფალი აზროვნებისთვის დევნიდნენ… ამავე დროს იყო ძალიან თავმდაბალი, ხშირად ამბობდა- „როდესაც ჩემი თავი გენიალური მგონია ხოლმე… მივდივარ სამზარეულოში, ჭურჭლის გასარეცხად…" ხოლო როდესაც მას ჟურნალისტები შემოქმედებით გეგმებზე უსვამდნენ შეკითხვებს, ის იღიმებოდა და პასუხობდა „შემოქმედება აქვს პუშკინს… მე მაქვს სამუშაო“…. ბრძენი კაცი იყო… ფილოსოფოსი… მის ყოველ სტრიქონს რომ დაუკვირდე, აფორიზმია… საოცრად თბილი კაცი იყო, მის შემოქმედება იმედით და ცხოვრების წყურვილით გავსებდა… მხოლოდ ერთი მისი სიმღერა რომ მოისმინო, „ქართული სიმღერა ქვია“… ყველაფერი გახდება გასაგები... „Виноградную косточку в теплую землю зарою, И лозу поцелую и спелые гроздья сорву, И друзей созову, на любовь свое сердце настрою. А иначе зачем на земле этой вечной живу?“ ბულატ ოკუჯავა იყო იმ პირველთა შორის, ვინც 50-იანი წლების დასასრულს, ხელში აიღო გიტარა, რომ მისი აკომპონემენტის ქვეშ, საკუთარი ლექსები საკუთარ მუსიკაზე ემღერა. ბულატ ოკუჯავა 80-მდე ფილმის სიმღერის ავტორი ან თანაავტორია. პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 12 ივნისს, პარიზში… ის დაკრძალულია მოსკოვში ვაგანკოვსკის სასაფლაოზე… ძველი არბატისა და პლოტნიკოვის შესახვევის კუთხეში სევდიანად დგას მისი არაჩვეულებრივი ქანდაკება… ჩვენს გულებს კი სამუდამოდ ანდერძივით შემორჩა მისი გულწრფელი, ბრძნული და ნათელი სიტყვები, ლექსები, ჰანგები, რომლების დღესაც გვილამაზებენ ცხოვრებას და საოცარ იმედს გვჩუქნიან!
#goodplaces
0