ფლამინგოების გადაფრენა ნატრონის მლაშე ტბაზე

0
ტანზანიაში მდებარე მლაშე ტბა, ნატრონი, მსოფლიოში არსებული ფლამინგოების ერთი მესამედის, ანუ სამ მილიონამდე ფლამინგოს სახლია. ტბის დაჭაობებულ ადგილებში წყლის ტემპერატურა საკმაოდ დიდ ნიშნულს უახლოვდება — 50 °C. ნატრონი იფარება მარილით, რომელიც პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს (რაც განპირობებულია მიკროორგანიზმებით, რომლებიც ტბაში ბინადრობს). ამგვარი პირობების გამო, ადამიანებისთვის ეს ტბა სრულიად არაგამოყენებადია, თუმცა, ფლამინგოებისთვის – პირიქით. ფლამინგოს კანის სტრუქტურა და ფეხებზე არსებული სქელი კანი აძლევს მას საშუალებას, ტბაში შევიდეს და თუნდაც დალიოს კიდეც მისი წყალი. ფლამინგოები და მლაშე ტბის შეფერილობა ერთად მაგიურ ვიზუალს ქმნის, რაც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე კარგადაა ასახული. ფოტოების ავტორი ფილიპ ჩანგია. წყარო: მარკეტერი.
#news
#opinion
#goodplaces
#goodvibes
#flamingo
#ფლამინგო
#ფლამინგოებისგადაფრენა
#colourful
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0