ფხვიერი ორცხობილა

0
? ინგრედიენტები ? ფქვილი - 230 გრ შაქარი - 80 გრ კარაქი - 120 გრ კვერცხის გული - 2 ცალი ლიმონის ცედრა - 1 ჩკ ვანილი - 1 შეკვრა მარილი - მწიკვი ? მომზადების წესები ? 1. მოათავსეთ ჯამში ფქვილი და შაქარი, ჩაამატეთ დარბილებული კარაქი, კვერცხის გული, ლიმონის ცედრა, ვანილი, მარილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ცომი უნდა დაამუშავოთ 5-10 წუთი, ანუ სანამ ელასტიური არ გახდება. შემდეგ მიეცით ძეხვისებური ფორმა და დაჭერით რგოლებად. 2. საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი, დაალაგეთ ზედ რგოლები და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი.
#culinary
#cuisine
#food
#opinion
#goodplaces
Tbilisi
0