Google და Apple კორონავირუსის წინააღმდეგ

0
„ეფლი“ და „გუგლი“ სმარტფონების ბაზარზე დიდი ხნის კონკურენტები არიან. დღეს ისინი პანდემიას კოვიდ-19 ერთად ებრძვიან და ტექნოლოგიების ფრონტზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტის გამოშვებაზე ერთობლივად მუშაობენ. პარტნიორები ახალ სისტემას ქმნიან, რომელმაც კოვიდ-19-ის მქონე პაციენტების კონტაქტების კვალი უნდა ამოიცნოს და მათ გაფრთხილება გაუგზავნოს. ორივე კომპანიაში ფიქრობენ, რომ სისტემა მაისის შუა რიცხვებში იქნება მზად. ეს ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ეკონომიკა თანდათან, ეტაპობრივად ამუშავდება და კარანტინის მოხსნის შემდეგ, პანდემიის მართვაში ტექნოლოგიური დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. სიახლეს ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებშიც ელიან. „ეფლის“ და „გუგლის“ ოპერაციული სისტემები მსოფლიოს ბაზარზე არსებული სმარტფონების დაახლოებით 99 პროცენტში დომინირებს. შესაბამისად, ახალი სისტემა, სურვილის შემთხვევაში, სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება და სარს-კოვ-2-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფ პირებს, რისკის არსებობის თაობაზე შეტყობინებას გაუგზავნის.
#news
#politics
#google
#apple
#science
#scientists
Tbilisi
0