აპრილი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

0
10. The Strokes - Ode To The Mets პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Strokes ახალი სიმღერა Ode To The Mets გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის ახალ ალბომში The New Abnormal შევიდა, რომელიც გაყიდვაში 10 აპრილს ჩაეშვა. ჩანაწერის პროდუსერი ლეგენდარული რიკ რუბინი გახლავთ. 9. Benny the Butcher - Quarantine ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრმა, ჯერემი ფენიქმა, ფსევდონიმით Benny the Butcher, ახალი კომპოზიცია Quarantine და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი Chup გახლავთ. 8. ლექსო რატიანი - ძილი ქართული მუსიკის კვოტით ლექსო რატიანი ჩვენს სიაში. 17 წლის არტისტმა ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია "ძილი" გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პირობებში შექმნილი ჩანაწერის პროდიუსერი თორნიკე ჯაფიაშვილი გახლავთ. 7. Bob Dylan - I Contain Multitudes ლეგენდარულმა მუსიკოსმა კომპოზიცია I Contain Multitudes გაავრცელა. რვაწლიანი პაუზის შემდეგ ეს დილანის კიდევ ერთი ახალი სიმღერაა. ჩანაწერის სახელწოდება ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის პოემიდან Song of Myself არის ნასესხები. 6. Westside Gunn & Joey Bada$$ ft. Tyler, The Creator & Billie Essco - 327 ჰიპ ჰოპ არტისტმა Westside Gunn ნიუ იორკელ რეპერთან, Joey Badass-თან ერთად ჩაწერილი ახალი კომპოზიცია 327 გაავრცელა. მათთან ერთად ნამუშევარში კალიფორნიელი მუსიკოსი Tyler, The Creator და Billie Essco მონაწილეობენ. 5. The Rolling Stones - Living In A Ghost Town რვაწლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა პირველი ახალი სიმღერა Living In a Ghost Town გაავრცელა. მუსიკოსებმა ჩანაწერზე მუშაობა კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე დაიწყეს, თუმცა მისი დასრულება კარანტინში მოუხდათ, რაც სიმღერის ტექსტზეც აისახა. 4. Ab-Soul - Dangerookipawaa Freestyle თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების, Top Dawg Entertainment-ის წევრმა, Ab-Soul-მა ახალი კომპოზიცია Dangerookipawaa Freestyle გაავრცელა. 2016 წელს გამოქვეყნებული ალბომის Do What Thou Wilt შემდეგ, ეს მუსიკოსის პირველი სოლო ტრეკია. 3. Amnesia Scanner ft. LYZZA - AS Going გერმანიაში მოღვაწე ფინურმა დუეტმა Amnesia Scanner ახალი კომპოზიცია AS Going გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსების მომავალ ალბომში Tearless იქნება წარმოდგენილი, რომელიც 5 ივნისს გამოიცემა. ჩანაწერში ბრაზილიური წარმოშობის ბრიტანელი არტისტი LYZZA მონაწილეობს. 2. Thundercat - Innerstellar Love გრემის მფლობელმა არტისტმა, მულტიინსტრუმენტალისტმა და მომღერალმა, სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, ახალი კომპოზიცია Innerstellar Love გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო ალბომში It Is What It Is შევიდა, რომელიც 3 აპრილს გამოიცა. 1. Fiona Apple - Cosmonauts ამერიკელმა მუსიკოსმა, ფიონა ეფლმა ახალი კომპოზიცია Cosmonauts გამოუშვა. ტრეკი მის ახალ ალბომში Fetch the Bolt Cutters შევიდა, რომელიც გაყიდვაში 17 აპრილს ჩაეშვა და კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
#music
#feelfree
#art
#love
Tbilisi
#opinion
0