Google-მა Android 11-ის სამომხმარებლო ბეტა ტესტირება დააანონსა

0
Google-მა უკვე გამოუშვა Android 11-ის წინასწარი ანაწყობები, მაგრამ სისტემა Developer Preview-შია და არ არის განკუთვნილი ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის. კომპანიამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი საოპერაციო სისტემის გამოშვება სადაც მომხამრებლისთვის განკუთვნილი ბეტა ვერსიების გამოშვების გრაფიკიცაა გათვალისწინებული. როგორც ჩანს პირველი სერიოზული ბეტა ივნისის დასაწყისში გამოვა, ხოლო მეორე და მესამე ანაწყობებს ივლისსა და აგვისტოში უნდა ველოდოთ. რელიზი მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში შედგება. საჯარო ბეტას შეყოვენბის მიზეზად კომპანია დეველოპერების მიერ უფრო დეტალურ და სტაბილურობაზე ტესტირებას ასახელებს. ოფიციალური რელიზის ზუსტი თარიღი ჯერ არ გაცხადებულა.
#google
#android
#news
#opinion
#photo
#goodplaces
Tbilisi
0