,,ნასვამმა მეუღლეს სასმლისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა..."

0
სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი ელი­ზა კა­ლან­და­ძის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. მათი თქმით, სი­ძემ დაჭ­რის შემ­დეგ მე­უღ­ლე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ა­ტო­ვა. გარ­დაც­ვლი­ლი კი მაზლმა დი­ლით იპო­ვა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ოჯახ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტზე მათ­თან არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და, ამი­ტომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ქონ­და. გარ­დაც­ლი­ლის ოჯახ­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად სვავ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოხ­და. “ნას­ვამ­მა მე­უღ­ლეს სასმლის­თვის თან­ხა მოს­თხო­ვა და უა­რის შემ­დეგ დანა და­არ­ტყა. და­კა­ვე­ბი­ლის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას მო­ვი­თხოვთ” – ამ­ბო­ბენ ელი­ზა კა­ლან­და­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ადგილობრივების თქმით, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა – მკვლელობა სამტრედიაში პო­ლი­ცი­ამ მე­უღ­ლის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. “გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს – 1973 წელს და­ბა­დე­ბულ ე.კ.-ს და მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს” – ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამებები #ტრაგედია #მკველელობა #kutaisidaily ambebi.ge
0