მუსიკალური მისტიკა - დავით კიკნაველიძის როკენროლის ხმა

0
“ბირთვი იშლება დანახულ საზღვრებში გთხოვ, დამანახე ის ატომი დაშლილი ბირთვის ფარგლებში” ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაზე, ჩამოყალიბებაზე, ცნობიერსა თუ არაცნობიერზე დიდ გავლენას ახდენს და შესაბამისად მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა რამდენი ვიცით იმ ადამიანების შესახებ, ვინც საკუთარ ფიქრებს მუსიკისა თუ ლიტერატურის საშუალებით პოზიციონირებს ? დღეს შევეცდები უკეთესად გაგაცნოთ მუსიკოსი და როკ-ჯგუფ "ინტერვალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კიკნაველიძე, რომლის როკენროლის ხმაც ამსხვრევს სტერეოტიოებს, ქმნის ქაოსს, და რაც მთავარია სულ სხვა, მუსიკალური განზომილებიდან გვესაუბრება ხელოვნების, აჩრდილების, ცეკვის, დალევისა თუ სხვა ადამიანური ყოფითი დეტალების შესახებ. -რას გვეტყვით თქვენი მსმენელის შესახებ, ვისთვის ქმნით შემოქედებას ? შემოქმედებას ჩვენთვის ვქმნით პირველ რიგში. შემოქმედებითი პროცესი ჩვენი თავის უკეთ შესწავლაა, განცდების გამოხატვა და მათი სხვა კუთხით დანახვა. ყველანი სხვაგან ვართ ზოგი სახლშია, ზოგი ტყეში, ზოგი წყალქვეშ , ზოგი მარსზე მიფრინავს და ზოგი საერთოდ სხვა სამყაროებში დამოგზაურობს... აქ მხოლოდ ხუთი "ზოგი" იყო, რომელთაგან ყველას თავისი მოტივები და ხედვები აქვს , ამ ყველაფრის კოლაბორაციით კაიფია ჩვენი შემოქმედება... მეორე ფაზა უკვე ამის მიწოდებაა და ჩვენი განცდებით სხვისი განცდების გამოწვევაა, საზოგადოების დაფიქრება იმაზე რაზეც ჩვეულებრივ ყოფადობაში ნაკლებად ან სულაც არ ფიქრობს, მსმენელში ახალი სამყაროების შექმნის მცდელობა. ალბათ ამ ყველაფრის მერე კითხვაზე თუ ვისთვის ვქმნით შემოქმედებას ვუპასუხებ "იდეისთვის" -თქვენს მუსიკას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მისი სიმბოლურობა, სამყაროთაშორის სივრცის აღქმა და ეზოთერიკა, გვესაუბრეთ თქვენი ხელოვნების “მისტიკურ” ნაწილზე. ყველაზე ნაკელბად ამ მისტიციზმზე საუბარი მიყვარს. ჩვენი სიმღერების მისტიურობა ხანდახან ჩვენთვისაც დიდი გამოცანაა, ვინაიდან ბევრი სხვადასხვა მოსმენისას, ტექსტის ჰემატრიაზე დაკვირვებისას ჩვენც ყოველთვის რაღაც ახალს და საინტერესოს ვპოულობთ, რომლის ჩადებაზე არც კი გვიფიქრია წერის პროცესში, მაგრამ ამის აღმოჩენა გვაფიქრებს ამა თუ იმ მომენტის ყოფნის იდეაზე და გარკვეული ცვლილებები შეაქვს ჩვენს დროსა და სივრცის აღქმაში. წერის პროცესში განვიცდი ძალიან ბევრს, ვხედავ მეტს და უამრავ დაშვებას ვაკეთებ, რაც სულ უფრო და უფრო მავითარებს და მეტის დანახვის სურვილს მიჩენს, რომლის დაკმაყოფილებაც ალბათ შეუძლებელია და ზუსტად იმიტომაა შეუძლებელი რომ მე ასე მინდა. -თქვენს შემოქმედებაში ხშირად უსვამთ ხაზს სიჩუმეს, რას ნიშნავს ის თქვენთვის ? სიჩუმის კონცეფცია ყველასთვის ინდივიდუალურია. საერთოდ ჩვენი ხელოვნება სიტყვებისა და მათი ინტერვალების მეშვეობით აბსტრაქტულად ეხება სამყაროს, რომელიც თავისი სიჩუმის და ხმაურის პოვნის საშუალებას გვაძლევს პირველ რიგში ჩვენ და მერე მსმენელს. ჩემთვის სიჩუმეს ყოველთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს, რომლის მნიშვნელობასაც მუსიკაში ხშირად ვხსნით, მაგრამ აქაც მსმენელს ფანტაზიისა და საკუთარი განცდების, საკუთარი სიჩუმისა თუ ხმაურის შექმნის და მართვის საშუალებას ვუტოვებთ. -სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და რა კუთხით გსურთ განვითარება ? ახლა ახალ ჟღერადობაზე ეგრედ წოდებულ ახალ საუნდზე ვმუშაობთ... განვითარებისას რაღაც იმ ეტაპზე მივედით რომ უნიკალურად ჩვენი ჟღერადობა შევქმნათ და ესეც იდეის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ვაქციოთ, რაც ახალ ჩანაწერებში უფრო გამოკვეთილია. მომავალი აბსტრაქტული მცნებაა ისევე როგორც გაგება "ახლა" და წარსული... ჩემთვის მომავალი ახლაცაა და წეღანაც იყო და შესაძლოა იქნება .... როცა ინტერვიუს წერას მოვრჩები რას შევქმნი არანარი გათვლა და გეგმა არ მაქვს, ის ვიცი ნამდვილად იმის მიუხედავად რომ სინამდვილის არსებობა ზუსტად არ ვიცი, ვიცი რომ რაღაცა ახალს შევქმნი და ალბათ ეს გახდის უნიკალურს იმას რასაც შევქმნი. -გარდა მუსიკისა, რითი პოზიციონირებს დავით კიკნაველიძე საკუთარ იდეას ? დავით კიკნაველიძე თავისი არსებობით ცდილობს სულ პოზიციონირებდეს თავის თავთან თავის იდეას სხვადასხვა საშუალებებით. ამ ეტაპზე მეორე მხატვრულად არამხატვრულ წიგნს ვამთავრებ რომლის ჟანრი ალბათ ხალხისათვის მიღებულია, როგორც მისტიკა თუმცა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბების კრებულია, ან არაჩვეულებრივი , არ ვიცი ერთი ვიცი რასაც ვწერ ნამდვილია და ნამდვილად არ ვიცი რა პრინციპით ცხოვრობს და არსებობს, ისევე როგორც მე, უბრლოდ ამ ცოდნის ილუზიას იქმნიან და მეც მიქმნიან, ალბათ ამიტომაც ვწერ ან ალბათ ამიტომაც არ ვწერ ახლა და ვწერ ინტერვიუს, ალბათ ამიტომ მკითხველიც ახლა კითხულობს და მე ვწერ ან არ ვწერ... დრო უკვე ვისაუბრე რომ აბსტრაქტული მცნებაა თუმცა საზოგადოებისთვის მიღებულ ქრონოლოგიურ მიმდევრობას გამოვიყენებ და ჯერ მეორე წიგნს დავბეჭდავ ახლო მომავალში... წიგნის პერსონაჟები როცა იძინებენ და ვინც არ იძინებს რაღაც რუტინულ საქმიანობას აკეთებს, მაშინ მათზე არ ვწერ და მუსიკით თუ არა პოეზიით ვარ გართული... კიდევ მეგობარი მუშაობს ქართულენოვანი კომიქსების სერიაზე, თავისი სამყაროს თავისებური ისტორიით, გათვლილი პერსონაჟებით და კიდევ ბევრი საინტერესო ნიუანსით. ამ პროექტშიც იქნება ჩემი რაღაც ნამუშევრები და საინტერესო კოლაბორაციები. სამუშაო პროცესი უკვე ფინიშს უახლოვდება.
#როკენროლი
#მუსიკა
#ხელოვნება
#სამყარო
#მისტიკა
#ეზოთერიკა
#TbilisiDaily
0