0
მტვერის ღრუბელი, რომელსაც ვხედავთ როდესაც ადამიანი ქვას, აგურს ან ბეტონს ჭრის (ან ქლიბავს) არ არის უვნებელი მტვერი... ის შეიცავს კრისტალურ სილიკას, ამ ნივთიერებას კი ადამიანის მოკვლა შეუძლია. უმეტესწილად კრისტალური სილიკა კვარცის ფორმით გვევლინება. ქვიშა თითქმის 100% კვარცისგან შედგება, ხოლო ბეტონი და სამშენებლო მასალა უმეტესად დიდი რაოდენობის ქვიშას შეიცავს. წვრილი ნაწილაკები რომლებიც ამ მასალის მშრალი ჭრისა თუ ქლიბვისგან გამოიყოფა ღრმად აღწევს ადამიანის ფილტვებში. როდესაც შეისუნთქავ მტვერს, კვარცის ნაწილაკები ფხაჭნის ფილტვებს და ამით ხელს უშლის მათ მუშაობას, იწვევს რა განუკურნებელ ფილტვების დაავადებას- სილიკოზს (Silicosis). კარგი ამბავი ის არის, რომ ამ დაავადების თავიდან აცილება 100%-ით არის შესაძლებელი. ადამიანებს შეუძლიათ ისე იმუშაონ კვარცის შემცველ მასალებზე, რომ მტვერი საერთოდ არ გამოჰყონ. ფაქტები: ნიუ ჯერსის კანონი კრძალავს სამშენებლო მასალის მშრალ ჭრას და დაფრქვას/ქლიბვას. ასობით თანამშრომელი კვდება სილიკოზისგან აშშ-ში ყოველწლიურად და ასობით ადამიანი ხდება უუნარო, არ შეუძლია იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე ამ დაავადების გამო. 1968 წლიდან მოყოლებული დღემდე, აშშ-ში დაახლოებით 14 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა სილიკოზით. მილიონზე მეტი ადამიანია სილიკოზით დაავადების რისკის ქვეშ. (აშშ) სამშენებლო ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლია სწორედ სილიკოზის გამო. კვარცის შემცველი მასალები: • ასფალტი • ბლოკი • აგური • კერამიკის ფილა • ბეტონი • გრანიტი • ქვიშა • სახურავის ფილები • მოსაპირკეთებლები • ტერაზო • ფიქალი • მოსაპირკეთებლები ოპერაციების სახეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კვარცის ამტვერება: • ხერხვა • ჭრა • ბურღვა •გაწმენდა • გაფანტვა • გახეხვა • წერტილოვანი დამუშავება • გაპრიალება • დაფქვა სილიკოზის სახეები და მასთან დაკავშირებული სიმპტომები არსებობს სამი ტიპის სილიკოზი: მწვავე სილიკოზი: ჩნდება კვარცის მტვერის კვირების ან თვეების განმავლობაში შესუნთქვის შედეგად. სიკვდილიანობას იწვევს დაავადებიდან თვეების ან თვის გავლის შემდეგ. დაჩქარებული სილიკოზი: ჩნდება კვარცის მტვერის მაღალი რაოდენობით შესუნთქვისას და თავს იჩენს 5-10 წლის შემდეგ. ქრონიკული სილიკოზი: ჩნდება, 10 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, დაბალი რაოდენობით კვარცის მტვერის შესუნთქვისას. ეს არის ყველაზე გავრცელებული სილიკოზის ფორმა. სილიკოზის სიმპტომები: სილიკოზი იწყება ძალიან ცოტა სიმპტომით ან საერთოდ უსიმპტომოდ. უკვე დაავადებულ ადამიანს კი აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ხველა, მკერდის ჭვალი და ქშინვა. კვარცის კრისტალებიანი მტვერის სუნთქვა ასევე იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ტუბერკულოზი, თირკმელების დაავადება და ფილტვის კიბო. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიცხეს, ღამით ოფლიანობას, წონის კლებას. ეს სიმპტომები დროთა განმავლობაში შეიძლება გამწვავდეს და სიკვდილიც გამოიწვიოს. ნიუ ჯერსიში სილიკოზის გამოწვეული სიკვდილიანობის აღრიცხვას ექიმებს და ექთნებს განცალკევებულად სთხოვენ. როგორ ავიცილოთ თავიდან კვარცის ნაწილაკების წარმოშობა მთავარი არის არ დავუშვათ კვარცის ქვიშის ამტვერება. მტვერის გაკონტროლება კი მარტივია, წყალი არ აძლევს საშუალებას მასალა ამტვერდეს და ჰაერში გავრცელდეს. თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ შემდეგი მეთოდებით, რომ არ ისუნთქონ კვარცის მტვერი: • გაითვალისწინეთ, როდის შეიძლება წარმოიშვას კვარცის მტვერი და დაგეგმეთ მოქმედება რომელიც ამას წინასწარ აღმოფხვრის. • თანამშრომლებმა გაიარონ შესაბამისი ტრენინგები სანამ მუშაობას დაიწყებენ: რა ზიანი შეიძლება მიადგეს მათ ჯანმრთელობას, სამუშაო პრაქტიკების შესახებ ინფორმაცია და გადაეცეთ სამუშაოდ დამცავი აღჭურვილობა. • გამოიყენონ საინჟინრო კონტროლი, როგორიცაა სავენტილაციო სისტემა (მტვრის შემგროვებლით) ან სველი მეთოდით, რათა თავიდან აიცილონ მტვრის გამოყოფა ჰაერში. • რეგულარულად ამოწმონ მტვრის კონტროლის სისტემები, მათი კარგი სამუშაო მდგომარეობის შესანარჩუნებლად. • არ აამტვერონ ჰაერი გაწმენდის დროს. აღჭურვილობებიდან მტვერი ამოიღონ წყლის შლანგით ან სველი წმენდით. გამოიყენონ ვაკუუმები მაღალი ეფექტურობის ნაწილაკების საჰაერო (HEPA) ფილტრებით. • მინიმუმამდე დაიყვანონ ზემოქმედება ახლოს მყოფი მუშაკებზე. ეს კარგი სამუშაო პრაქტიკის გამოყენებით შეიძლება, როგორიცაა იმ სამუშაო ადგილების შემოსაზღვრა, სადაც შეიძლება კვარცის მტვერი გამოიყოს. • სამუშაო ადგილზე ერთჯერადი ან მარტივად გარეცხვადი დამცავი ტანსაცმელი ჩაიცვან. • თუ შესაძლებელია მიიღონ შხაპი და ჩაიცვან სუფთა ტანსაცმელი სამუშაო ადგილის დატოვებამდე მანქანების, სახლების და სხვა სამუშაო ადგილების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. • ჰაერის მონიტორინგის ჩატარება მუშაკთა საფრთხის გასაზომად და იმის გასარკვევად, რომ კონტროლი უზრუნველყოფს მუშაკთა სათანადო დაცვას. • წლიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდეს ყველა მუშაკს, რომლებიც შესაძლოა, მუშაობისას ისუნთქავდნენ კვარცის მტვერს. • გამოიყენეონ სწორი რესპირატორული დაცვა, (ანუ ნიღაბი) როდესაც საინჟინრო კონტროლს არ შეუძლია კვარცი მტვერის ზემოქმედების მაჩვენებლის მოთავსება NIOSH * რეკომენდებული ექსპოზიციის ლიმიტის (REL) ქვემოთ. რესპირატორები არ უნდა იყოს დაცვის ძირითადი მეთოდი, ისინი უნდა გამოიყენონ მაშინ, როდესაც საინჟინრო კონტროლს არ შეუძლია მტვრის დონის დაცვა NIOSH REL– ის ქვემოთ. • NIOSH (სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი) - NIOSH REL არის 0.05 მგ / მ 3, 10-საათიან შეწონილ საშუალოზე. სწორი რესპირატორის შერჩევა რესპირატორით დაცვის პროგრამა არსებობს ამერიკაში და იგი მოიცავს: • გა
0