რა არის სირტუინის დიეტა

0
ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე XXI სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, ესა თუ ის დი­ე­ტა და­იც­ვან. თუმ­ცა დი­ე­ტა­საც თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს - ის ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი უნდა იყოს. ასე მა­გა­ლი­თად, პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა ადელ­მა ცოტა ხნის წინ, წო­ნა­ში 22 კილო და­ი­კო - ფუმ­ფუ­ლა და საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნას­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ახა­ლი იმი­ჯით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა გა­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც გა­ირ­კვა, „სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტა“ და­უ­ცავს. ამის მი­საღ­წე­ვად კი დიდ­ხანს უწ­ვა­ლია, რად­გა­ნაც დი­ე­ტა და ვარ­ჯი­ში კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად დას­ჭირ­და. ეს დი­ე­ტა კი მომ­ღერ­ლის­თვის ინ­გლი­სელ­მა ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია სირ­ტუ­ი­ნებ­ზე, ანუ იმ პრო­ტე­ი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს აჯან­სა­ღებს. რა არის მარ­თლაც სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტა, ვის შე­უძ­ლია მისი დაც­ვა, ვინ და რო­დის უნდა და­იც­ვას სა­ერ­თოდ დი­ე­ტა და ჯან­სა­ღი კვე­ბის­თვის რა არის მთა­ვა­რი - ინტერვიუ ექი­მ-ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გრუ­სუ­დან კვან­ჭა­ხა­ძესთან. - სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტა დღი­უ­რი კა­ლო­რა­ჟის 1000-მდე შემ­ცი­რე­ა­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც რთუ­ლია. თუ ადა­მი­ანს დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და რო­მე­ლი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, ან და­ა­ვა­დე­ბის შემ­დგომ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს გა­დის, კა­ლო­რა­ჟის ასე რა­დიკ­ლა­უ­რად შემ­ცი­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს - შე­იძ­ლე­ბა უკი­დუ­რე­სო­ბა­შიც აღ­მოჩ­ნდეს - მთლი­ა­ნად და­კარ­გოს მადა და ანო­რექ­სია და­ე­წყოს. დი­ე­ტა, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, სამი სირ­ტუ­ი­ნით გამ­დიდ­რე­ბულ მწვა­ნე ბოსტნე­ულს მო­ი­ცავს - კომ­ბოს­ტოს, ოხ­რა­ხუშს და ბრო­კოლს. ეს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბია, რომ­ლებ­საც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის დროს რა­ცი­ონ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვრთავთ ხოლ­მე. ეს ბოსტნე­უ­ლი ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მუ­შა­ო­ბას, ამას­თან, გლუ­კო­ზა, რო­მე­ლიც ჭარ­ბი რა­ო­დე­ნობ­თაა სის­ხლში, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს მიერ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნდა იყოს ათ­ვი­სე­ბუ­ლი.გარ­და ამი­სა, ამ დი­ე­ტა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შავი შო­კო­ლა­დი, მას და­ბა­ლი კა­ლო­რია აქვს და ორ­გა­ნიზ­მში სი­ა­მოვ­ნე­ბის ნივ­თი­ე­რე­ბას, სე­რო­ტო­ნინს გა­მო­ყოფს. სე­რო­ტო­ნი­ნის უკ­მა­რი­სო­ბა დეპ­რე­სი­ას, მე­ლან­ქო­ლი­ას იწ­ვევს. ამი­ტომ შავ შო­კო­ლადს მკაც­რი დი­ე­ტე­ბის დრო­საც, პა­ცი­ენ­ტებს პა­ტა­რა დო­ზე­ბით ვუ­ნიშ­ნავთ. - ადე­ლის დი­ე­ტა­ში წი­თე­ლი ღვი­ნო­ცაა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ღვი­ნო დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია? - ერთი ჭიქა წი­თე­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის მი­ღე­ბის ტრა­დი­ცია ჩვენ­თან სულ იყო და არის. ის ფლა­ვო­ნო­ი­დებს შე­ი­ცავს. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუ­ცი­ე­ბე­ლია გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის და ვი­ტა­მინ C-ს მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბა აქვს. რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მის­თვის. მაგ­რამ თუ მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, ნა­ტუ­რა­ლურ შავ ღვი­ნოს არ ვურ­ჩევთ. ღვი­ნო თა­ვის­თა­ვად კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტია. ამი­ტომ, არის დი­ე­ტე­ბი, რო­მელ­შიც ის იმი­ტომ შე­დის, რომ ორ­გა­ნიზმს კა­ლო­რი­ე­ბი მი­ა­წო­დოს და ისიც სირ­ტუ­ინს შე­ი­ცავს. - რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯან­სა­ღი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა? - ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და დიდ­წი­ლად, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი. თუ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე ვსა­უბ­რობთ, ესაა - ჯან­სა­ღი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა (რაც ამ პან­დე­მი­ის დროს მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია). ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი ჯან­სა­ღი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბაა. კვე­ბა თა­ვის­თა­ვად სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნაა, რომ­ლის ხა­სი­ა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტრა­დი­ცი­ებ­ზე, კულ­ტუ­რა­ზე და გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­ბე­ბა მა­დი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით და მო­იხ­მარს იმ სურ­სათს, რო­მელ­საც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. ჯან­სა­ღი კვე­ბა არ ნიშ­ნავს საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვას, ეს კვე­ბის სწო­რი რე­ჟი­მია ძი­რი­თა­დი კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უნდა მოხ­დეს, სა­ღა­მოს ცხი­მი­ა­ნი, „მძი­მე“ ნახ­შირ­წყლე­ბი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ალ­ბათ ეს გა­მოთ­ქმაც გსმე­ნი­ათ - „სა­უზ­მე მი­ირ­თვი შენ თვი­თონ, სა­დი­ლი გა­უ­ნა­წი­ლე მე­გო­ბარს და ვახ­შა­მი მი­ე­ცი მტერს“. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცვლის­თვის ადა­მი­ან­მა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლიც უნდა მი­ი­ღოს, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და სხვ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბის შე­დე­გი ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლა, სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა რისკ-ფაქ­ტო­რია გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბის, კი­ბოს და სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. - ჭარბ წო­ნა­სა­და­მი­ა­ნე­ბი დი­ე­ტით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა ეს სი­ტყვა ბევრში არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ას იწ­ვევს... - დი­ე­ტა სწო­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბაა და არა რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბის მთლი­ა­ნად შე­ზღუდ­ვა. „კვე­ბის კა­ლა­თა­ში“ უნდა შე­დი­ო­დეს, რო­გორც მაკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტე­ბი (ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი), ასე­ვე მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტე­ბი. არ არ­სე­ბობს, არა­ნა­ი­რი უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა, რო­ემ­ლიც წო­ნას ერ­თნა­ი­რად და ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლას და­აკ­ლე­ბი­ნებს. დი­ე­ტა უნდა იყოს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი. ამი­ტომ სა­ჭი­რო არაა პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ე­ტე­ბის დაც­ვა, არა­მედ ექიმ­თან, ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი, რომ სწო­რად შე­ირ­ჩეს საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი. უამ­რა­ვი დი­ე­ტა არ­სე­ბობს, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ დი­ე­ტა და კვე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ასაკ­ზე, ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ძუ­ძუ­თი კვე­ბა­ზე, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ზე. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კლი­მა­ტი, ენ­დე­მუ­რი კერა, რად­გა­ნაც მსოფ­ლი­ო­ში არის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ მიკ­რო­ნე­ლე­მენ­ტის დე­ფი­ცი­ტი­ა­და იმ პო­პუ­ლა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დი­ე­ტა სხვა­გა­ვა­რად უნდა შე­ირ­ჩეს. დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა, ვი­მე­ო­რებ, შიმ­შილს არ ნიშ­ნავს. შიმ­შილს უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მო­აქვს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში შიმ­ში­ლით იკ­ლებს, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვას, ცხი­მე­ბის არას­წორ დაწ­ვას და ორ­გა­ნიზ­მში სხვადსხვა მავ­ნე ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წარ­მოქ­მნას იწ­ვევს, რა­მაც უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. - „კო­ვიდ 19“-ის პი­რო­ბებ­ში, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, სტრე­სის­გან ჭა­მის მადა უვი­თარ­დე­ბათ, რა­ზეც წუ­ხან. ამას თავი რო­გორ უნდა და­აღ­წი­ონ? - უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა, ახ­ლობ­ლებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, მოქ­მე­დებს ჩვენს ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მა­ზე. ამ დროს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლე­ბი სტრე­სის ისეთ ჰორ­მო­ნებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ­ლე­ბიც მა­დას აძ­ლი­ე­რებს. ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­ბე­ბა არა იმი­ტომ, რომ შია, არა­მედ ამ კვე­ბით თით­ქოს სტრე­სის დათ­რგუნ­ვას ცდი­ლობს, რაც წო­ნა­ში მა­ტე­ბას იწ­ვევს... ეს კი ორ­გა­ნიზ­მში შემ­დგო­მი ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რას­თან გამ­კლა­ვე­ბაც მხო­ლოდ დი­ე­ტით შე­უძლბე­ლია. ამი­ტო­მაც ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლა დი­ე­ტა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე მორ­გე­ბუ­ლი, სა­დაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მისი ცხოვ­რე­ბის წესი, სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. სპორ­ტსმენს სხვა დი­ე­ტა სჭირ­დე­ბა, მო­ხუ­ცე­ბულს და ბავ­შვს - სხვა. - დი­ე­ტა ზოგ ადა­მი­ან­ში გარ­კვე­ულ ფო­ბი­ას და სტრესს იწ­ვევს... - გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ წო­ნის დაკ­ლე­ბა არ არის რთუ­ლი, თუ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შე­ზღუ­დავს კვე­ბას, წო­ნა­ში ნამ­დვი­ლად და­იკ­ლებს, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. დი­ე­ტა უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან, რომ გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა ხომ არ არის მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის შე­დე­გი, ის შე­იძ­ლე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბებ­მა, შაქ­რი­ან­მა დი­ა­ბეტ­მა, სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ სა­ნამ ექი­მი პა­ცი­ენტს დი­ე­ტას შურ­ჩევს, ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ეც­ნოს მისი ცხოვ­რე­ბის ანამ­ნეზს, გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტო­რებს. რო­დე­საც ჯან­საღ კვე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ არ იმოძ­რა­ვებ, საკ­მა­რი­სი ძილი არ გექ­ნე­ბა, მუდ­მივ სტრეს­ში იქ­ნე­ბი, არა­ფე­რი გა­მო­ვა... წყლის რო­ლის და დო­ზის გაზ­რდაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და არა მხო­ლოდ სას­მე­ლი წყა­ლი, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი და­ვა­მა­ტოთ, ასე­ვე მწვა­ნე ჩაი. - რო­გორც ვიცი, ჩაის და ყა­ვა­საც თა­ვის მი­ღე­ბის წესი აქვს. - ისი­ნი კვე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი უნდა იყოს, სა­სურ­ვე­ლია, მათი მი­ღე­ბა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­დეს, რად­გა­ნაც ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ კო­ფე­ინს, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყა­ვის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მი­დან ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბი გა­მო­რე­ცხოს, რო­გო­რი­ცაა კალ­ცი­უ­მი, თუ­თია, რაც შემ­დგომ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. მოკ­ლედ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი, შე­ვარ­ჩი­ოთ რე­ჟი­მი, კუჭ-ნაწ­ლა­ვი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ერ­თსა და იმა­ვე დროს კვე­ბას და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ. - ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხო­რე­ბის მან­ძილ­ზე იცავს დი­ე­ტას. ეს ნორ­მა­ლუ­რია? - მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა ძნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ტრა­პე­ზის დროს ადა­მი­ან­მა და­არ­ღვი­ოს დი­ე­ტა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს მკაც­რად და­იც­ვას, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ჩარ­თოს - მა­გალ­თად, იმა­ვე სა­ღა­მო­ზე ვთქვათ, იცეკ­ვოს, ან იქი­დან სახ­ლში ფე­ხით წა­მო­ვი­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­ლანსდეს. თო­რემ ძა­ლი­ან ძნე­ლია მთე­ლი ცო­ხოვ­რე­ბა კა­ლო­რი­ე­ბი თვა­ლო. თუმ­ცა არი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბიც, იმ ერთ დღეს დარ­ღვე­ულ დი­ე­ტას ტრა­გი­კუ­ლად რომ აღიქ­ვა­მენ. ამ­რი­გად, მხო­ლოდ კვე­ბის რა­ცი­ო­ნის კი არა, კვე­ბის ქცე­ვის შეც­ვლაა სა­ჭი­რო. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წო­ნის დაკ­ლე­ბა მუც­ლის არე­შია.ეს არის უკვე გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დიდი რისკ-ფაქ­ტო­რი. ამი­ტომ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის წო­ნას ვა­ფა­სებთ, მათ შო­რის, მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბას გა­ზომ­ვას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ. რო­დე­საც მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა იკ­ლებს, წეს­რიგ­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლაც. არ­სე­ბობს ვარ­ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მუც­ლის არე­ში დაგ­რო­ვი­ლი ცხი­მის და­საკ­ლე­ბად არის გა­მიზ­ნუ­ლი. - ხი­ლის მი­ღე­ბა რო­გორ უნდა მოხ­დეს? - ხი­ლის მი­ღე­ბაც გან­სა­ზღვრუ­ლი უნდა იყოს. ზოგ­ჯერ ერთი კი­ლოგ­რა­მი ყუ­რძე­ნის ან ლეღ­ვის ჭა­მას, უმ­ჯო­ბე­სია, თაფ­ლი მი­ვირ­თვათ. ამი­ტომ, ხი­ლიც უნდა იყოს და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი, სე­ზო­ნუ­რი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია სა­ზამ­თრო, კენკრო­ვა­ნი ხილი, შავი ქლი­ა­ვი, გარ­გა­რი. ვი­საც ჭარ­ბი წონა და შე­შუ­პე­ბა და ამა­ვე დროს წნე­ვა აწუ­ხებს, კარ­გია, ნი­ა­ხუ­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, რო­მელ­საც შარ­დმდე­ნი ეფექ­ტი აქვს. შე­უძ­ლე­ბე­ლია არა­ფე­რია... ყვე­ლა დი­ე­ტა უნდა მო­ვირ­გოთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და რო­დე­საც მას ვი­წყებთ, აუ­ცი­ლებ­ლად კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მაც უნდა მო­ვი­წეს­რი­გოთ. თუკი ყაბ­ზო­ბა არ­სე­ბობს, ეს უკვე და­მა­ტე­ბით რისკ-ფაქ­ტორს ქმნის ჭარ­ბი წი­ნის­თვის. ბოსტნე­ულს, ხილს, და­ბალ­კა­ლო­რი­ულ რძის პრო­დუქ­ტებს, პარ­კოს­ნებს, თხილს, ნუშს, ნი­გოზს მე­ნი­უ­ში დიდი ად­გი­ლი უნდა ეკა­ვოს. ასე რომ, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვენს ხელ­თაა.
0