გუგლის ახალი კვანტური კომპიუტერი დროში 1,5 ტრილიონჯერ სწრაფია

0
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები განმარტავენ, როგორ შექმნეს კვანტური პროცესორი, რომელსაც კომპლექსური კომპიუტერული დავალებების შესრულება დაახლოებით 3 წუთში შეუძლია, იგივე დავალების შესასრულებლად მოწინავე კლასიკურ სუპერკომპიუტერს 10 000 წელი სჭირდება. დროში არსებული ეს უფსკრული წარმოადგენს რაღაც ისეთს, რასაც ფიზიკოსები და კომპიუტერული მეცნიერები უკვე დიდი ხანია პროგნოზირებდნენ — ზღვარი, რომელზეც კვანტური კომპიუტერები შეძლებენ ისეთი პრობლემების გადაჭრას, რაც ტრადიციულ ბინარულ კომპიუტერებს პრაქტიკული თვალსაზრისით არ შეუძლიათ.ტექნოლოგიურად ბნელი ასეთი არეალები არის ველი, სადაც ეს დარგი ახლა შეიძლება გარკვეულ ხანს ფოკუსირდეს, მკვლევრებმა შეამოწმონ ტრადიციულ სუპერკომპიუტერთა ახალი ლიმიტები. ამასობაში მკვლევართა მეორე ნაწილი თავიანთ კვანტური კომპიუტერის დახვეწას გააგრძელებენ. სიდნეის უნივერსიტეტის კვანტური ინფორმაციის თეორეტიკოსი სტივენ ბარლეტი აცხადებს, რაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ კვანტური ტექნოლოგიები ნებისმიერ ტრადიციულ კომპიუტერს დაჯაბნის, მაინც ძნელია იმის მტკიცება, რომ პროცესორთა განსაკუთრებული წყებით ვერ მივაღწევთ იმავე მიზნებს
#google
#news
#opinion
#photo
#technology
#tech
Tbilisi
0