თურქეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს

0
კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული თითქმის ორთვიანი დახურვის შემდეგ, თურქეთში, სავაჭრო მოლები და სილამაზის სალონები/საპარიკმახეროები, გაძლიერებული უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების დაცვით ხელახლა იწყებენ ფუნქციონირებას. არსებული შეზღუდვების შემსუბუქება ორშაბათიდან, 11 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რიცხვებმა დაიკლო. აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთის უფროსი ასაკის მოქალაქეებს (65 წლის და უფრო მეტი), ბოლო შვიდი კვირის მანძილზე საზოგადოებაში/ქუჩაში გამოსვლის ნება პირველად დართეს, რადგან ისინი მანამდე განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, თურქული სავაჭრო მოლების პერსონალი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, სამედიცინო ნიღბებისა და დისტანცირების წესების დაცვით იმუშავებს. მასგავსი ტიპის მაღაზიების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება გამოიყენოს თერმომეტრები, ლიფტში პიროვნებათა ერთად თავმოყრის მაქსიმალური შეზღუდვა და გაატაროს სხვა ისეთი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ხალხის ფართო მასის ერთად თავმოყრას შეუშლის ხელს. სავაჭრო მოლებში არსებული რესტორნები და კაფე-ბარები ჯერჯერობით დახურული იქნება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#pandemic
#Turkey
#restrictions
#headline
0