ებრაილი ვაჭარი ევას ისტორია

0
იეთიმ გურჯის ქუჩა ბევრ საინტერესო  ისტორიას ინახავს, ახლა კი ერთ-ერთ  მათგანზე გიამბობთ. სწორედ ამ ქუჩის "პავაროტში" ცხოვრობდა  ებრაელი ევა, რომელთანაც ლამის მთელი  თბილისი დადიოდა სავაჭროდ. ეზოში ძველი, ლურჯაივნებიანი სახლი დგას, რომლის ფასადის ერთი ნახევარი ახლად  შეღებილია, ხოლო მეორე ნახევარს უკვე  დიდი ხანია, რაც ძველებური იერი  დაუკარგავს. სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე  ცხოვრობდა ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი – ებრაელი ვაჭარი ევა. მას  საკუთარი საქმიანობითა და ხასიათით, ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი  იცნობდა.   ევასგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი  ქალი ყოფილა. არავის მოატყუებდა, ყველას  ენდობოდა და ტანსაცმელს , , ნისიადაც”  ატანდა. თურმე მათ ეუბნეოდა , , ფული როცა  გექნებათ მაშინ მომიტანნეთო“. დღეს ევას  შთამომავლები ისრაელში ცხოვრობენ. ევასთან სავაჭროდ, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო” - პასუხობდნენ. ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა  მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა  მოიცვა. რა თქმა უნდა ფრაზამ შინაარსი შეიცვალა და მასობრივი გახდა. ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს თურმე ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო.
#ევასპავაროტი
#ისტორია
#ძველითბილისი
#ისტორია
#tbilisidaily
0