0
ბოსტონი, ამერიკის განათლების მეგაპოლისი!!!!! ბოსტონი ამერიკის შტატ მასაჩუსეთის ყველაზე ღირსშესანიშნავი ქალაქია. ბოსტონი დაარსეს ინგლისელმა პურიტანელთა ჯგუფმა, რომლებიც 1630 წელს ჩამოვიდნენ ბოსტონში რელიგიური თავისუფლების საძებნელად, რადგან მათ ინგლისში რელიგიური განსხვავებულობის გამო დევნიდნენ. ბოსტონში დაარსდა ამერიკის მაშტაბით პირველი უნივერსიტეტი ჰარვარდი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტია თავისი კლასით. ასევე იელის უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ყველა სტუდენტის ოცნებაა! ჩემი ასოციაცია და ნატვრა, თუ როდესმე აშშ-ში აღმოვჩნდებოდი ტურისტულად, ამ ორი უნივერსიტეტის ნახვა იყო და მართლაც, როგორც კი მომეცა საშუალება, ჩამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ვნახე ეს ორი საოცრება! უფალს ვთხოვ, მისცეს ჩემს შვილს ის ჭკუა და სურვილი, შეძლოს ერთ-ერთი მათგანის სტუდენტობა, მე კი როგორც მშობელი, მაქსიმუმს გავაკეათებ მის დასახმარებლად! ბოსტონს მე დავარქმევდი- ევროპულ ამერიკას, ის ძალიან განსხვავდება ამერიკის დიდი ქალაქებისგან, იქ სურნელიც კი სხვანაირი ტრიალებს, სურნელი წიგნიერების, წინსვლის და უზომო ინტელექტისა. ბოსტონის ერთი მესამედი სტუდენტია. ამერიკაში ლატარიის გათამაშების პირველი პრეცენდენტი ბოსტონში მოხდა და შესაბამისად სწორედ ბოსტონი ითვლება ლატარიის სამშობლოდ. პირველი საზოგადოებრივი პარკი სწორედ ბოსტონში შეიქმნა 1634 წელს. ბოსტონში ყველაზე მეტი თვითმკვლელობაა სტუდენტებში, რადგან სწავლასთან დაკავშირებული კონკურენცია ყველაზე მაღალია ბოსტონში. ბოსტონიდან გახლავან კენედების ოჯახი. ბოსტონი კარნახობს მთელ ამერიკას ცხოვრების სტილს და განვითარების გზებს. ბოსტონი არის ოაზისი, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი მოსიყვარულე და რაციონალურია. ♥️??არსოდეს გაქრება ის ემოცია, რაც ბოსტონიდან მივიღე და ის სამუდამოდ დარჩება! ❤️❤️❤️P.S. უამრავი ფოტო მასალა მაქვს ჰარვარდში და იელში გადაღებული, მაგრამ პოსტის ფორმატი მხოლოდ 6 ფოტოთი განისაზღვრება! ახალგაზრდებო, იკითხეთ, იმუშავეთ თქვენს თავზე და დამიჯერეთ, ყველაფერი შესაძლებელია! გიდი, რომელიც მე მემსახურბოდა, ჰარვარდის სტუდენტი იყო და ის აბსოლუტურად უფასოდ სწავლობდა! ✊✊✊
0