ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩები განცხადებას ავრცელებენ

0
საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან – ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი – სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. დიპლომატები მოუწოდებენ ყველა მხარეს, შეთანხმების ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ. „8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების ისტორიული მიღწევაა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც არ იქნა მიღებული დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს რთულ კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამ დისკუსიების შინაარსის გასაჯაროება ან შეთანხმების ინტერპრეტაცია არ არის ჩვენი როლი. დიალოგის შედეგად მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის დადებითად შეაფასა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან – ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი – სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
#news
#opinion
#politics
#elections
#2020elections
#ambassador
#სიახლე
#სიახლეები
#პოლიტიკა
#არჩევნები
#2020არჩევნები
#ელჩი
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0