რეალური სამყაროდან,შექმნილ სამყაროში გარდასვლა

0
სულით უნდა იყო მოცეკვავე, შინაგან სამყაროსთან თანხვედრაში.შეიგრძნო ის სიხარული და თავისუფლება რასაც სულიერი ცეკვა ესეიგი განტვირთვა, რეალური სამყაროს დატოვება, მისგან შორს ყოფნა და უარყოფა ჰქვია ცოტა ხნით მაინც.ამ დროს თავში არეული შემაწუხებელი, გაურკვეველი მეორე მხრივ კი სასიამოვნო, ენითაუღწერელი ფიქრებისგან ქმნი პატარა ოთკუთხედს რომელსაც შენი ჯადოსნური სამყარო ჰქვია.იქ, თავისუფალი ხარ ყველანაირად.რასაც გინდა იმას აკეთებ, შეზღუდული არანაირად არ ხარ.ის ადამიანები გყავს გარშემო რომლებთაც ენდობი, გჯერავს მათი ან უბრალოდ გიყვარს და მათაც უყვარხარ სწორედ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ქმნის ადამიანურ მოპყრობას, შემდეგ ერთმანეთის გაგებისა და მოსმენის უნარს რაც ჩემი აზრით ძალზედ მნიშვნელოვანი და მთავარია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის რადგან ამ მომენტში იმას განსაზღვრავ, რომ გარშემო გყავს ის ადამიანები ვისაც შეგიძლია ენდო, გაუზიარო გულის ტკივილი.ვინც დაგეხმარება, მხარში დაგიდგება დ არასდროს მიგატოვებს.ეს, რომ იცი უფრო ძლიერდები, თავს ძალას ატან და გამბედავიც ხდები.იმდენად აღარ გეშინია დაცემის ამას ნიშნავს ადამიანური მხარდაჭერა, ზრუნვა ერთმანეთის მიმართ.დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი ფაქტორი ურთიერთიბისას თუ ერთურთის მიმართ რას ვიზიარებთ, რას ვფიქრობთ, რა ვიცით და რა ინფორმაციას ვფლობთ.ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ფლობა განა არასწორი საქციელია, პირიქით გზის სწორი და მარტივი გაგრძელებაა.როცა იცი რას სჭირდება მეორეს, რა უნდა ან რა სურს მასთან მიდიხარ და ისე ეკონტაქტები, ამშვიდებ.ნამდვილმა მეგობარმა იცის მეორე მეგობრის ტკივილი.თუ როგოერ დაუამოს ჭრილობა და რომელი მალამო მოახმაროს.ის, მალამოს კი არ ყიდულობს არამედ თავისი ხელებით ამზადებს, შემდეგ უსვამს სიყვარულით სავსე ხელებით და კურნავს.მთავარი სულიერი ტკივილის დაამება და არა გარეგანი სისხლდენის შეჩერება.უპირველესყოვლისა სულიერ სამყაროში გარდასული სისხლის დენა შეაჩერე რომელიც მთელ ორგანიზმს მოსდებია ხავსივით.შემდეგ კი გარეგნულ იარაზე იზრუნე.კარგად ჩაიხედე რგოლში, იქ სადაც შექმენი ოთკუთხედი ფორმის საცეკვაო დრბაზი სადაც მხოლოდ თავისუფლებაა...თავისუფალი ტერიტორია, რამდენსაც გინდა იმდენს იმოძრავებ.ახალ ილეთებს შეისწავლი, დადგამ ახალ ცეკვებს და ირეპეტიციებ.რაღაც პერიოდი ჩაიკეტები, გადააკვდები საქმეს უეცრად კი გამოანათებ და ყველას გააკვირვებ.საჭიროა ხოლმე რაღაც დროით გადაკარგვა, სოც.ქსელისგან მოწყვეტა, ტელეფონის გათიშვა და ბუნებასთან დაახლოება.იმ ბუნებასთან რომელსაც შენი სახკარწბა სწადია და სურს, რომ ხელი მოგიმართოს ჩაგკიდოს ძლიერ აღარასდროს გაგიშვას და მუდამ წარმატების გრძელ გზაზე გატაროს რომელიც არასდროს არ დამთავრდება.გასწავლოს ბუნების კანონი თუ რა არის მათთან დაშვებული, როგორები არიან ცოცხალი არსებები.ბუნებამ უნდა შეგქმნას ჯერ ცოცხალ არსებად, ჩაგინერგოს თავისი ჩვევები, ხასიათი, წესები შემდეგ კი პიროვნებად ჩამოგაყალიბოს.ასე ვიტყვი მოკლედ, თვით ბუნებამ შექმნა ადამიანი და თვით ადამიანი დედა ბუნების შვილია.ამიტომ ვგავართ ბუნების ყველა სეზონს, ამინდსა თუ მოვლენას.ზოგჯერ მოღუშულნი ვართ, ხანაც კი კარგ განწყობაზე.ასეა ამინდიც, ხან მზეა ზიგჯერაც კი წვიმა...სახეზეც ეს გრძნობები გამოისახება, კარგად თუ დააკვირდები არ გაგიჭირდება იმის გაგება თუ დღეს, ხვალ და ზეგ როგორი ამინდი იქნება, რომელი მოვლენა შემოგვიტევს უეცრად..არის ხოლმე ისეთი მომენტები როცა სახის გამოხედვაც გვატყუებს როგორც ცისფერი ცა...ცაში, რიმ ავიხედებით ღრუბლები ჩანს და მანათობელი მზე რაღაც წუთებში კი მზე გადადის და მის ადგილს უამრავი ღრუბელი იკავებს.ღრუბლები ერთმანეთში არიან შეკეცილნი და თვით ცას ფარავენ.თეთრად გარდააქცევენ ამის შემდგომ ჭექა-ქუხილის ხმაურიანი ჰანგები ისმის, ჰანგების დასრულების შემდგომ იწყება ციდან მომავალი პატარ-პატარა წვიმის წვეთების შეგრძნება.შეგრძნებას კი თან ახლავს თავსხმა წვიმის დაწყება.თუ შეგრძნებებში იცხოვრებ განსაკუთრებით კი შენს სამყაროში ამ ყველაფერს მშვენივრად შეიგრძნობ.განცდა კი მუდამ თან გაგყვება და არასდროს დაგავიწყდება, სულ გემახსოვრება.ის ადგილი, საათი, დრო, წუთი როცა ცეკვავდი...თავისუფლებას ზეიმობდი, როდესაც გადაწყვიტე რეალობას მოსწყვეტოდი და ზღაპრის გმირი გამხდარიყავი, ზღაპარი შეგექმნა რომელიც ყველას ასიამოვნებდა, ბავშვობას გაახსენებდა.იმ სითბოს ჩაღვრიდა გულში დიდი ხანი, რომ აღარ გამოუცდიათ რეალობის შემყურე აღარ გინდა უკან დაბრუნება.ისევ იქ გინდა დარჩენა, მაგრამ ნუ ღელავ ისევ შეგიძლია შექმნა ოთკუთხა ოთახი ახალი ისტორიებით და ზღაპრის გმირებით.დადგა ახალი ცეკვა რომელითაც ყველაფერს იტყვი, შთაბეჭდილებებს გაუზიარებ მაყურებელს და თან მოუყვები შენს სამყაროზე რომლის შექმნაც გაბედე და გამოგივიდა.რომლითაც ბევრი ახალი რამ ისწავლე, გახალისდი დაბრუნდი ძველ ახალგაზრდულ წლებში.ახელ თვალებს და ისევ ცეკვავ, გიკვირს სკუთარი თავი ეს მოძრაობები საიდან, როგორ როცა არასდროს მიცეკვია ...არა, ძვირფასო შენ გადაეშვი იქ სადაც საჭირი იყო და ისწავლე ცეკვა...ეს სასწაულია, ამ სასწაულის პირველი მოწმე კი შენ ხარ.რადგან საკუთარ თავს აჯობე, განავითარე და ასწავლე.ნამდვილად ერთ დიდ შეძახილსა და ტაშს იმსახურებ ამის გამო.დანარჩენებსაც მიახვედრებ იმას, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ გაქვს სურვილი, აუცილებლად უნდა სცადო და გამოვა კიდეც.იმოგზაურე, მოიარე ყველა ის საჭირო ადგილი, ადამიანები ვინც ზღაპრულ სამყაროში შექმენი, ახლა კი უკან დაბრუნდი დროებით.შემდეგ კი ისევ გადაეშვები ზღაპარში სულ ცეკვა ცეკვით...
0