ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-პოსტების აღება დაიწყეს

0
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-პოსტების აღება დღეიდან იწყება. როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სადაც დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, იქ ბლოკ-პოსტები 22 მაისამდე იქნება. "სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ. რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელებთან, დღეიდან უკვე დავიწყებთ მათ აღებას", - განაცხადა ზვიად შალამბერიძე. საკოორცინაციო საბჭოს გადაწყვეტილები, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება. #News#ქუთაისი# ბლოკპოსტი#გახსნა# tbilisidaily#dailynews
0