The Daily Mail: დისტანციურ რეჟიმში მუშაობა პროდუქტიულობას ზრდის

0
დღევანდელი მოცემულობით, დამსაქმებელები შეშფოთებულები არიან დასაქმებულთა პროდუქტიულობით, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან მუშაობენ. თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, ბიზნესში არსებული ახალი მიდგომები, ამ სეგმენტისთვის წარმატებების მომტანი იქნება. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Mail აცხადებს. უკანასკნელი კვლევის მიხედვით 1600-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა თემაზე, თუ როგორ ადაპტირდნენ ისინი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე - გამოკითხულთა მესამედი თვლის, რომ ისინი გახდნენ უფრო პროდუქტიულები, ვიდრე ოფისის პირობებში იყვნენ. რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ ახლა ისინი უკეთ აკონტროლებენ საკუთარ დროსა და შესრულებული სამუშაოს რაოდენობას. მეორეს მხრივ, ისინი ვინც საკუთარ თავს იზოლირებულებად თვლიან, ან რომელთა დასალების შსრულება სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, აცხადებენ, რომ ნაკლებად პროდუქტიულები არიან. კორონავირუსული პანდემიის დაწყებისთანავე, უამრავმა კომპანიამ საკუთარი თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე მუშაობის პირობებში გადაიყვანა. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი შესაძლოა იყო შეშფოთებული, მათ მიერ დასაქმებულთა პროდუქტიულობით, მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დისტანციური მეთოდი ბიზნესს აუმჯობესებს. მათი ანალიზი 1600-ზე მეტი გამოკითხული რესპოდენტისგან მიღებულ მონაცემებს ემყარება, რომლებმაც ე.წ. ონლაინ-კითხვარი შეავსეს. გამოკითხულთა 75% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 25% მამრობითი - ძირითადად კვებეკიდან (პროვინცია კანადის აღმოსავლეთში, რედ.). გამოკითხულთა 85% დაახლოებით 40 წლისაა, 85%-ს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო 70% მუშაობს საჯარო, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სექტორში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ როგორ ქალები, ასევე მამაკაცები უფრო პროდუქტიულები გახდნენ. ორივე სქესის ადამიანებს მოსწონთ ის, რომ საქმიანობასა და ყოველდღიურ, ოჯახურ ცხოვრებას აბალანსებენ. ისინი, ვინც აცხადებდნენ, რომ გახდნენ უფრო პროდუქტიულები, ჩვეულებრივ 40 წელზე უფროსი ასაკის გამოკითხული იყო, რომელიც ნაკლებ დროს ხარჯავდა საოჯახო და სხვა პირადი ხასიათის პასუხისმგებლობების შესრულებაში. ზოგიერთი გამოკითხულის მოსაზრებით, დისტანციურ რეჟიმში გადასვლის შემდეგ, მატი სამუშაო დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ ამავდორულად აღმოაჩინეს, რომ იპოვეს ბალანსი მუშაობასა და პირად დროს შორის. მკვლევარებმა ამავდროულად დაადგინეს იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც უკმაყოფილო არიან მსგავსი ტიპის სამუშაო მიდგომებით. გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ იზოლირება და გადაწყვეტილების მიღების ადგილზე არყოფნა, მათ ნაკლებ პროდუქტიულს ხდის. მათთვის რთულია სხვა თანამშრომლებისგან/კოლეგებისგან დისტანცირება. კვლევის საბოლოო მონაცემებით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 39%, პანდემიის შემდგომ, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას ამჯობინებს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Working from home DOES increase productivity, according to a survey that found a third of people feel performance has improved while teleworking amid the coronavirus (08.05.2020), www.daylimail.com.uk
#coronavirus
#work
#home
#employees
#companies
#headline
0