მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს

0
ამე­რი­კელ მკვლე­ვარ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ მზის სხი­ვე­ბი COVID-19-ს რო­გორც ზე­და­პირ­ზე, ასე­ვე ჰა­ერ­ში იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად კლავს, ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ძა­ლას იმ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გავს, თუ მას­ზე მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა. კვლე­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა და მეც­ნი­ე­რე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ დე­ტა­ლებ­ზე, კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე და ამ­ბო­ბენ, რომ არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამის­თვის დროს ითხო­ვენ. კვლე­ვა აშშ-ის არ­მი­ის ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტარ­და. მის შე­დეგ­ზე კი თეთრ სახ­ლში მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ველ­მა, უი­ლი­ამ ბრა­ი­ან­მა ისა­უბ­რა. რო­გორც გა­მო­ცე­მა "ალ ჯა­ზი­რა" წერს, ბრა­ი­ა­ნის თქმით, მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ვირუ­სის პა­თო­გენ­ზე, სწრა­ფად კლავს ვირუსს, რაც იძ­ლე­ვა იმედს, რომ ზა­ფხულ­ში მისი გავ­რცე­ლე­ბა შე­სუს­ტდე­ბა."ვირუ­სი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად იღუ­პე­ბა მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სას. ჩვენ მსგავ­სი ეფექ­ტი და­ვი­ნა­ხეთ მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­შიც, რაც უფრო იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა, მით უფრო ნაკ­ლე­ბად გამ­ძლეა ვირუ­სი“, - ამ­ბობს ბრა­ი­ა­ნი. მი­სი­ვე ცნო­ბით, მზის სხი­ვე­ბი ზი­ანს აყე­ნებს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას და აფერ­ხებს მისი რეპ­ლი­კა­ცი­ის უნარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა ისეთ თბილ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა სინ­გა­პუ­რი, მა­ლა­ი­ზია და ტა­ი­ლან­დი, რაც და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს და ამე­რი­კელ მეც­ნი­ერ­თა დას­კვნა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. მკვლე­ვარ­თა თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ბრა­ი­ა­ნის თქმით, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ ზა­ფხულ­ში ვირუ­სი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა, მაგ­რამ დას­ძენს, რომ დი­დია შან­სი, კო­რო­ნა­ვირუს­მა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკან და­ი­ხი­ოს და იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღარ და­ინ­ფი­ცირ­დეს, რო­გორც ახლა. "ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ზა­ფხულ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იგი ბო­ლომ­დე გაქ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და ტე­ნი­ა­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა მის გავ­რცე­ლე­ბას საგ­რძნობ­ლად შე­ა­ნე­ლებს", - ამ­ბობს ბრა­ი­ა­ნი. მი­სი­ვე თქმით, დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ COVID-19 მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის დროს 90 წამ­ში ძა­ლის ნა­ხე­ვარს კარ­გავს. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 4, 194, 047 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 283, 992 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1, 499, 427 გა­მო­ჯან­მრთელ­და.
0