ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დღეს ისევ ჩაიკეტება

0
რამდენიმე დღის წინ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. დღეს 18:00 საათამდე გზა ისევ დაკეტილი იქნება. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. გზაზე აფეთქებითი სამუშაოები ჩატარდება. საუბარია სოფელ დოლოგანთან მდებარე გზის ნაწილზე, სადაც ჩამოიშალა მიწა, ხეები და ლოდები. მთელი დღის განმავლობაში, მაღალმთიან აჭარაში გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი. #გზა #დოლოგანი #ქედა #აჭარა #batumidaily
0