პასუხი წერილს "მომავლიდან" რომელიც იტალიელმა მწერალმა - ფრანჩესკა მელანდრიმ მისწერა მსოფლიოს კორონა

0
პასუხი წერილს "მომავლიდან" რომელიც იტალიელმა მწერალმა - ფრანჩესკა მელანდრიმ მისწერა მსოფლიოს კორონა ვირუსზე ...? სალამი სენიორიტა ფრანჩესკა ?‍♀️ მე იზაბელი ვარ, საქართველოდან - თქვენ ჯორჯიას ეძახით, ამერიკის ჯორჯია არ გეგონოთ ოღონდაც, უფრო აქეთ აღმოსავლეთ ევროპაში ვართ, ცოტა აზიისკენაც ანუ შუაში ??☺️ თქვენმა წერილმა, რომელიც ალბათ, მეც შემეხებოდა, რა თქმა უნდა, ჩემამდეც მოაღწია, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს პასუხს თქვენც მიიღებთ, რადგან მე პატარა ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, თქვენგან განსხვევაბით, თუმცა მე მაინც გწერთ სწორედ იმ მომავლიდან, რომელზეც თქვენ გვესაუბრებოდით ანუ მას შემდეგ, რაც მომავალი "გვიწინასწარმეტყველეთ" 1 თვე გავიდა, სწორედ მაშინ, როდესაც თქვენს წერილს ვკითხულობდი, მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებულად ვთვლიდი და "ლიტერატურულ ტრაგედიად" შევრაცხე, გულისიღრმეში, ვაღიარებ, შიშის ფაქტორი პანდემიის წინაშე უფრო გამიმძაფრდა , არამხოლოდ მე, ჩემს თანამოქალაქეებსაც, ტრაგიკულად აღქმადი იყო ეს ყველაფერი, რადგან, სწორედ მაშინ, როცა სოციალური ქსელი თქვენმა წერილმა მოიცვა, ჩვენი ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკისთვის ემზადებოდა, ზოგმა?! არა, უფრო უმრავლესობამ ამ ხმამაღალი გზავნილის მერე ნამდვილად დაიჯერა, რომ რამდენიმე დღეში ჩვენთანაც "იტალია განმეორდებოდა", თან ყველაფერი თითქოს თქვენი "წინასწარმეტყველების" მიხედვით მიდიოდა. ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა მაღაზიები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები, მორიგეობით შემოიხაზა წითელი ზონები საქართველოს რუკაზე, დაიკეტა ქალაქები, აშენდა საველე საავადმყოფოები, გაჩერდა მანქანები, შეჩერდა ღამის ცხოვრება, ჩვენც უფრო მივეჯაჭვეთ სიციალურ ქსელებს, ფეისბუქს, ინსტაგრამს.. დისტანციურ მუშაობაზეც გადავედით, შინ დარჩენისკენაც მოვუწოდეთ ერთმანეთს, ვირუსის საწინააღმდეგო ყველა აქსესუარიც მოვირგეთ, თითქოს წესრიგის არ მოყვარულმა ქართველებმა ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაც დავიწყეთ, წამიერად ბნელ 90-იანებში დავბრუნდით და ახლა უკვე არა მხოლოდ პურის, არამედ ყველაფრის რიგში დავდექით მაღაზიებთან, ლამის ეკლესიის კარებიც მოგვიხურეს, აპოკალიფსზეც ბევრი ვისაუბრებთ, საინფორმაციოები კი მხოლოდ კოვიდ - 19-ზე საუბრობდნენ - საქართველო და მსოფლიო, ეპიცენტრი - ევროპა- იტალია და მეც ამის გაგონებაზე სულ თქვენი წერილი მაგონდებოდა და ჰოი, უცებ განგაშის ზარმაც შემოჰკრა... პირველი გარდაცვლილის შესახებაც გვაუწყეს... განვიცადეთ, შევეგუეთ, ნამდვილად ყველაფერი თქვენს სიტყვებს მიჰყებოდა... ჰო მართლა, აივნებზე ჩვენც გამოვედით, ხან ტაში შემოვკარით, ხანაც სანთლები ავანთეთ, პირდაპირ აივნებიდან გავაჟღერეთ მთავარი საუფლო საგალობელი "ქრისტე აღსდგა", ... ამასობაში იყო მეორე გარდაცლილი, მესამე, მეოთხე, მეხუთე.... შიშის დუმილი, ავინებზე აღარც ჩვენ გამოვდიოდით, ბოლო მონაცემებით 11 გარდაცვლილი ფიქსირდება ქვეყანაში, თუმცა მიუხედავად ამისა, დაინფიცირებულებს და გამოჯანმრთელებულებს შორის თითქმის თანაფარდობაა, მეტიც მედიკოსებმა ისიც კი გვაუწყეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენმა ქვეყანამ ვირუსზე გაიმარჯვა, სადღაც ხმაც დაირხა, რომ მალე ტურისტების გამასპინძლებასაც კი შევძლებთო, ეკონომიკა ამუშავდებაო, სიცოცხლე დაბრუნდებაო ქუჩებში და ადამიანების დაზაფრულ გულებში. ანუ, ღვთის წყალობით ჩვენთან იტალია არ განმეორდა... თქვენი წერილის დასკვნით ნაწილს ვემხრობი მხოლოდ და მეც მჯერა, რომ ამ ყველაფრის დასრულების შემდგომ, ყველაფერი შეიცვლება, არაფერი იქნება ძველებურად, მაშ როგორ იქნება იკითხავს ვიღაც?! თქვენს წერილში ეს ნაწილი გავრცობილი არ იყო, ჩემეული ვერსიით კი, ვეჭვობ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება, ადამიანები ყველაფერს მეტად დააფასებენ, ერთმანეთის სიყვარულს ორმაგად ისწავლიან, ერთმანეთს გაუფრთხილდებიან და გარემოსაც, ისტორიის ახალი ერა დაიწყება, ცხოვრება პანდემიის შემდგომ, უფრო სწორად პანდემიიდან პანდემიამდე, ჩვენც ასე მოვედით აქამდე, ძველი ჟამიანობების შემდგომ და ეს ცხოვრება ალბათ ისევ იგივე გზას გაივლის, თუმცა არა ჩვენ...შემდეგი თაობები.. თქვენი წერილი, კი იქ შორეულ მომავალში, სახელცვლილ ვირუსთან საბრძოლველად გამოადგებათ ☺️ კეთილი სურვილებით და პოზიტიური მომავლის იმედით
#კოლხი
??❤ Izabel
0