ავიაკომპანია Ryanair 2020 წლის პირველი ივლისიდან ფრენების საერთო რაოდენობის 40%-ს აღადგენს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143233 ავიაკომპანია Ryanair 2020 წლის პირველი ივლისიდან ფრენების საერთო რაოდენობის 40%-ს აღადგენს, მას შემდეგ, რაც მოიხსნება შეზღუდვა ფრენებზე ევროკავშირს შიგნით და აეროპორტში მიღებული იქნება უსაფრთხოების ზომები. კომპანია დღეში დაახლოებით 1000 ფრენის აღდგენას გეგმავს, რაც პანდემიამდელი მიმართულებების 90%-ს მოიცავს. Ryanair ფრენებს ევროპის 80 ბაზის უმრავლესობიდან განაახლებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი პრიორიტეტია მიმართულებების ფართო ქსელი მოიცვან, ნაცვლად იმისა, რომ მცირე რაოდენობის მარშრუტებზე მეტი ფრენა შედგეს. როგორც Ryanair-ის განცხადებაშია ნათქვამი, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში მიღებული იქნება შემდეგი ზომები: ნაკლები ჩასაბარებელი ჩანთა, ონლაინ check in-ები, აეროპორტის შესასვლელში ტემპერატურის გაზომვა და პირბადეების ტარება. ამასთან, კომპანია შეეცდება, უზრუნველყოფილი იყოს სოციალური დისტანცირებაც სადაც შესაძლებელია. ასევე, თვითმფრინავის ბორდზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორება შესაძლებელი აღარ იქნება. არ იქნება დაშვებული ტუალეტის რიგში დგომაც. ტუალეტში გასვლა ცალკეულ მგზავრებს მოთხოვნის შემდეგ შეეძლებათ. 1 ივლისის შემდგომი ფრენების ბილეთები Ryanair-ის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.
0