ბოტანიკურ ბაღში არსებული 100 წლის მაგნოლია, რომელიც ხმება.

0
გახმობის პირას მყოფი 100 წლის მაგნოლია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ გასხლა. მაგნოლიას სოკოვანი დაავადება აქვს, ამის გამო ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი შეწამვლის სამუშაოები. მისი მოჭრის აუცილებლობა ჯერ არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოწამვლითმა სამუშაოებმა შედეგი არ გამოიღო, მაგნოლიის100 წლის ხეს მოჭრიან. „გუშინ განვახორციელეთ დაზიანებული ტოტის სანიტარული ჭრა. მაგნოლია უკვე რამდენჯერმე შეიწამლა. მას სპეციალისტები დღესაც ამუშავებენ. ვნახოთ, შეიძლება გადარჩეს“ - განაცხადა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზვიად ქარჩავამ. ბოტანიკურ ბაღში სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა სხვა ხე-მცენარეების მდგომარეობა. დაახლოებით 15 ხმელი ხის მოჭრის საშიშროება არსებობს, რადგან საფრთხეს შეიცავს.
0