10 პერსონაჟი კაცი სერიალიდან, რომელიც არ უნდა მოგვწონდეს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებთ

0
1. ჯეიმი ლანისტერი Game Of Thrones-დან მართალია, ჯეიმი მეფისმკვლელია და კიდევ მრავალი დანაშაულია მის კისერზე, თუმცა მაყურებლების არც ისე მცირე ნაწილში ის მაინც იწვევს აღფრთოვანებას თუნდაც თავისი სიყვარულის მიმართ სამუდამო ერთგულების გამო. მართალია, მისი სიყვარულის ობიექტი თავისივე ღვიძლი დაა, მაგრამ მაინც... 2. ტეიტ ლენგდონი American Horror Story-დან უნდა ვაღიაროთ, რომ რაიან მერფის ყველაზე საზარელ პერსონაჟშიც კი შეუძლია ადამიანური ხასიათის გამოკვეთა, რის გამოც ცალსახად უარყოფითად ვეღარ განეწყობი ხოლმე მათ მიმართ. თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება ისეთი საშიში დამნაშავე მოგეწონოს, როგორიც ტეიტ ლენგდონია. 3. მისტერ ბიგი Sex and the City-დან მიუხედევად იმისა, რომ მისტერ ბიგს ნამდვილად უამრავი უარყოფითი თვისება აქვს, მან მაინც მოახერხა, რომ კერი ბრედშოუსთან ერთად ბევრი მაყურებლის გული მოეგო. 4. სოიერი Lost-დან შევთანხმდეთ, რომ ზოგადად რთულია, ვინმე ამ სერიალიდან არ გიყვარდეს. მათ შორისაა სოიერიც, რომელიც საწყის სეზონებში არც ისე საამაყო თვისებებით იწონებს თავს, თუმცა მაყურებლების უმეტესობას მაინც შეაყვარა თავი. 5. ნოა სოლოუეი The Affair-დან იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც ეს პერსონაჟი მთელი სერიალის განმავლობაში აკეთებს, თავისი ქარიზმით მაინც ბევრს ხიბლავს. 6. მორიარტი Sherlock-დან მერე რა, რომ მორიარტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბოროტმოქმედია — მთავარია, ის ენდრიუ სკოტის მიერ შესრულებული იხილოთ და მაშინვე ჩაგივარდებათ გულში. 7. ჯო გოლდბერგი You-დან თუ ეს სერიალი გინახავთ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვინც საფრთხეს არ ეძებს, პირველ რიგში ის უნდა ინატროს, რომ ჯოსნაირი ადამიანის სიახლოვესაც კი არ აღმოჩნდეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი მანიაკალური აკვიატებები ბევრს იზიდავს კიდეც. 8. ადამი Sex Education-დან მაყურებლები ადამს თავდაპირველად როგორც ჰომოფობს, ბულერსა და მოძალადეს იცნობენ, მაგრამ ერიკი ერთადერთი სულაც არ არის, ვინც მის ამ წარსულ გამოცდილებას ივიწყებს და მის მიმართ სიმპათიას გამოხატავს. 9. ნიგანი The Walking Dead-დან აპოკალიფსის დროსაც რომ ახერხებს და ცუდი ტიპია, ნამდვილად რთულია ასეთ პერსონაჟზე რაიმე დადებითის თქმა, თუმცა ნიგანი მაინც არაერთი მაყურებელს მოსწონს. 10. პერი რაითი Big Little Lies-დან ნიკოლ კიდმანის მიერ ეკრანებზე საოცარი ოსტატობით გაცოცხლებული სელესტის ისტორიის შემდეგ, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ პერის პერსონაჟი ვინმეში სიმპათიას იწვევდეს. თუმცა, მოდი, ეს მხოლოდ ალექსანდრ სკარსგარდის ღვთაებრივ გარეგნობას დავაბრალოთ. თქვენ კიდევ ვის დაამატებდით ამ სიაში?
#10პერსონაჟი
#სერიალი
#პერსონაჟები
#ცუდიპერსომაჟები
Tbilisi
0