გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

0
სართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები ადგილზევე დაიღუპნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
0