მკვლევარების ახალი დასკვნა

0
ღამურის ახლად აღმოჩენილ კორონავირუსს ჯგუფმა RmYN02 უწოდა; მისი იდენტიფიცირება ჩინეთის იუნანის პროვინციაში 2019 წლის მეორე ნახევარში შეგროვებული 227 ღამურის 302 ნიმუშის ანალიზისას მოხერხდა. ღამურების ნიმუშებში ნაპოვნ ვირუსთა ანალიზის შემდეგ, ჯგუფმა აღმოაჩინა ორი კორონავირუსის თითქმის სრული გენომი — RmYN01 და RmYN02. RmYN02-ს SARS-CoV-2-თან მხოლოდ სუსტი დამთხვევა ჰქონდა. თუმცა, RmYN01 ერთგვარ ჯეკპოტს წააგავდა. საქმე ის არის, რომ ამ კორონავირუსის გენომი 93, 3 პროცენტით ემთხვევა SARS-CoV-2-ისას, კონკრეტულ გენს კი, სახელად 1 ab-ს 97, 2-პროცენტიანი დამთხვევა აქვს, რაც ამ გენის ყველაზე ახლო დამთხვევაა ამ დრომდე. შემდეგ მოდის ინსერციული მოვლენები. ორი წვეტი ცილის ქვედანაყოფის (S1 და S2) შეხვედრის წერტილში, RmYN02 შეიცავს ამინომჟავის ინსერციებს. S1 და S2 ინსერციები SARS-CoV-2-საც აქვს; მართალია, ამ ორ ვირუსში ისინი ერთი და იგივე ამინომჟავები არ არის, მაგრამ აჩვენებს, რომ ასეთი ჩართულობები შეიძლება მოხდეს ბუნებრივად, ყოველგვარი ლაბორატორიული მანიპულაციის გარეშე. მიუხედავად მსგავსებებისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ RmYN02 პირდაპირი წინაპარია COVID-19-ის გამომწვევი ვირუსისა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რეცეპტორის ამგები დომენის ყველაზე მნიშვნელოვან გენს ძალიან დაბალი დამთხვევა აქვს SARS-CoV-2-თან — მხოლოდ 61, 3 პროცენტი. თუმცა, ახალი კორონავირუსის გენომის პოვნა წარმოუდგენლად სასარგებლოა, თუკი გვსურს იმის დადგენა, როგორ განვითარდა და მიიღო დღევანდელი სახე SARS-CoV-2-მა. „ჩვენი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღამურები, განსაკუთრებით კი ცხვირნალისებრთა (Rhinolophus) გვარის წარმომადგენლები, კორონავირუსების მნიშვნელოვანი ბუნებრივი რეზერვუარებია და ამჟამად შეიცავენ SARS-CoV-2-ის უახლოეს ნათესავებს; ახალი ნიმუშების აღების პარალელურად, ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს“, — წერს ჯგუფი. მკვლევართა განცხადებით, ამ კონტექტსში გასაოცარია, რომ მალაიურ ცხვირნალისებრ ღამურაში აღმოჩენილი კორონავირუსი RmYN02 არის SARS-CoV-2-ის უახლოესი ნათესავი 1 ab რეპლიკაზის გენში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვირუსს რეკომბინაციის კომპლექსური ისტორია აქვს.
0