რა შემთხვევაში მიიღებთ ერთჯერადად 300 ლარს

0
რა შემთხვევაში მიირებს თვითდასაქმებული ერთჯერადა ლარიან კომპენსაციას - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე 1. რამდენია დახმარება თვითდასაქმებულებისათვის? თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარება 300 ლარია. 2. რა შემთხვევაში ჩავითვლები თვითდასაქმებულად? თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურში, ან ხართ რეგისტრირებულ და 2020 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-თებერვალიმარტი) ეწეოდით ეკონომიკურ საქმიანობას ან გქონდათ შემოსავალი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით - ითვლებით თვითდასაქმებულად. 3. ვინ ითვლება შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირად და რა შემთხვევაში ეძლევა მას კომპენსაცია? ინდმეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან. ასევე, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. 4. რას ნიშნავს ეკონომიკური აქტივობა? ფიზიკური პირის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შემოსავლის მისაღებად ხორციელდება არის ეკონომიკური საქმიანობა. დახმარების მისაღებად უნდა წარადგინოთ: შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო, საბაჟო დეკლარაცია ან გაანგარიშება. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ანუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი ან ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. 5. თუ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული, ვის მივმართო კომპენსაციის მისაღებად? შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში პირველ ეტაპზე უნდა დაელოდოთ შეტყობინებას სპეციალურ სიაში მოხვედრის შესახებ, რომელსაც მიიღებთ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე – https://eservices.rs.ge/ ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი. 6. როდის შევძლებ 300 ლარიანი კომპენსაციის აღებას? შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 7. თუ არ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული ფიზიკური პირი, როგორ მივიღებ 300 ლარიან კომპენსაციას? კომპენსაცია მოგეცემათ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდით რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ან გქონდათ შემოსავალი. 8. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო შემოსავლების სამსახურში არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა პირმა, რომ მივიღო 300 ლარიანი კომპენსაცია? თუ არ ხართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი და წარადგინოთ: ა) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს შესახებ ბ) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა). 9. არარეგისტრირებული თვითდასაქმებული როდის მივიღებ 300 ლარიანი კომპენსაციას? როდესაც ატვირთავთ განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მას ატვირთვიდან მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას. კომპენსაციის გაცემა მოხდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 10. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200 ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300 ლარიანი კომპენსაცია? ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება. 11. ვარ დასაქმებული და ახლაც მერიცხება ხელფასი, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო აღნიშნული კომპენსაცია? ამ შემთხვევაში, 300 ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებთ. #news #300ლარიანიდახმარება #კორონავირუსი #კომპენსაცია #TbilisiDaily #DailyNews
0