რუბრიკა „სოხუმის თეატრის გმირები“

0
🔻 ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას -
#სოხუმისთეატრისგმირები
. 🔴 დღევანდელ რუბრიკაში გავიხსენებთ სოხუმის თეატრის მსახიობს - ზურაბ ვიბლიანს. 👤 ზურაბ ვიბლიანი დაიბადა სოხუმში 1963 წელს. 1980 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა თეატრში სცენის მემანქანედ. შემდეგ, ჩააბარა ს. ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში და 1984 წლიდან სოხუმის თეატრში დაიწყო მუშაობა მსახიობად. ◼️ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებული როლები: ▪️ „თეთრი ბაირაღები“, ნ. დუმბაძე, სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი: ზ. მიქავა; დადგმის ხელმძღვანელი: გოგი ქავთარაძე, შესრულებული როლი: მებურიშვილი; ▪️ „დიდოსტატის მარჯვენა“, კ. გამსახურდია, რეჟ: გოგი ქავთარაძე, შესრულებული როლი: მღვდელი; ▪️ „ყვარყვარე თუთაბერი“, პ. კაკაბაძე, რეჟ: გიზო ჟორდანია, შესრულებული როლი: ჯარისკაცი და სხვ. ირიცხებოდა სოხუმის სამხედრო პოლიციის მებრძოლთა რიგებში. ⭕️ აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაიღუპა სოფელ აჩადარაში, 1993 წლის 13 მარტს. ზურაბ ვიბლიანის სახელი ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედნის მემორიალზე.
#რუბრიკა
#სოხუმისთეატრისგმირები
#ჩვენგვახსოვს
0