კორონავირუსი არის დიდი ხნის პროცესი

0
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან, როგორც ჩანს, დარჩება დიდხანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც კორონავირუსით დღეს 81 წლის ქალის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე, წარმატებული ბრძოლა ინფექციისა და პანდემიის წინააღმდეგ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან, როგორც ჩანს, დარჩება დიდხანს”, - განაცხადა პრემიერმა.
0