რის გაკეთებას შევძლებთ 18 მაისიდან? - შეზღუდვების ნაწილი უქმდება

0
ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით და ეკონომიკის "გახსნის" მიზნით შეზღუდვების ნაწილი 18 მაისიდან იხსნება. ეს ეხება: ესთეტიკურ და სილამაზის სალონებს შეზღუდვას 3 ადამიანის შეკრებასთან დაკავშირებით მარნეულში საკარანტინე ზონის გაუქმებას ამასთან მანქანით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება დაუშვებელია: "მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. #კორონავირუსი #გიორგიგახარია #kutaisidaily
0