კარამელის და ვაშლის ნამცხვარი , ხრაშუნა ქრამბლებით ️

0
??ვაშლი კარამელში ?? • 300 გრ -ვაშლი (გოლდენი) • 170 გრ-ნაღები • 110 გრ-შაქარი მომზადების ტექ: 1. ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით ვეჯისებად. 2. შაქარი გაადნეთ კარამელის ტაფაზე ან სქელძირიან ქვაბში 3. დაასხით ცხელი ნაღები მცირე პორციებად 4. ჩაალაგეთ ვაშლი და მსუბუქად მოთუშეთ 5. გამოყენებამდე გადაუწურეთ ზედმეტი კარამელი. ?ვანილის საბლე ? • 55 გრ-ფქვილი • 80 გრ-შაქრის ფხვნილი • 2 გრ-მარილი • 30 გრ- ნუშის ფქვილი • 125 გრ-კარაქი • 40 გრ-კვერცხი • 165 გრ-ფქვილი • 2 გრ-ვანილის პასტა (ვანილის შაქარი ან პუდრა) მომზადების ტექ: 1. ფქვილი, შაქრის ფხვნილი, მარილი, ნუშის ფქვილი, ვანილი და რბილი კარაქი გააერთიანეთ. 2. დაამატეთ კვერცხი მცირე პორციებად. 3. დაამატეთ (მეორე) ფქვილი. 4. გააბრტყელეთ ორ გიტარას შორის (ან პერგამენტის ქაღალდებს შორის) 3 მმ სისქეზე. 5. დაარეზერვეთ მაცივარში 1 საათით 6. გამოყენებამდე ამოჭერით ისე რომ ყალიბს ამოაკრათ (ტარტის ამოკვრის პრინციპით) ბისკვიტი • 180 გრ -შაქრის ფხვნილი • 145 გრ-კვერცხი • 80 მლ-ნაღები (35%) • 220გრ-ფქვილი • 130 გრ-კარაქი • 2 გრ-მარილი • 4გრ-გამაფხვიერებელი • 1გრ-ვანილი მომზადების ტექ: 1. შაქარი , კარაქი და ვანილი გააერთიანე 2. დაამატე კვერცხი მცირე პორციებად 3. ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი გააერთიანე და დაამატე კვერცხიან მასას. 4. დაამატე ნედლი ნაღები 5. ნახევრად გამომცხვარ ვანილის საბლეში ჩაასხით ბისკვიტის მასა და ჩაალაგეთ კარამელიზირებული ვაშლი 6. გამოაცხვეთ 165 გრ 25 წთ (ყველა ღუმელი ინდივიდუალურია და გაითვალისწინეთ) სანამი • 250 მლ -წყალი • 75გრ-შაქარი • 40 მლ-მუქი რომი • 2 გრ-ვანილის ექსტრაქტი მომზადების ტექ: 1. გააერთიანე ყველა ინგრედიენტი და მიიყვანე ადუღებამდე 2. დაამატე რომი 3. გამომცხვარი ბისკვიტი დანამეთ ღუმელიდან გამოღებისთანავე. ტოპი კარამელი • 190გრ-შაქარი • 10 გრ-გლუკოზა • 200 მლ-ნაღები (35%) • 145 გრ-კარაქი • 1 ვანილის ჩხირი • 2 გრ-მარილი • 4 გრ- ჟელატინი (220 ბლუმიანი) მომზადების ტექ: 1. ნაღები და გლუკოზა, გააერთიანეთ დაამატეთ ჟელატინი , გააცხელეთ. 2. შაქარი გაადნეთ სქელძირიან ქვამში, დაასხით ცხელი ნაღები მცირე პორციებად. 3. როცა კარამელის ტემპერატურა ჩამოვა 40 გრადუსამდე დაამატე კარაქი და დააბლენდერეთ 4. დაამატეთ მარილი თხილის შტროიზელი • 30 გრ- ნუშის ფქვილი • 60 გრ-თხილის ფქვილი • 50 გრ -შაქარი (კასონადი) • 50 გრ-შაქარი • 100 გრ- კარაქი (ცივი) • 100 გრ -ფქვილი • 100 გრ-თხილი მომზადების ტექ: 1. ყვრლა ინგრედიენტი გააერთიანე . საშუალო სიჩქარეზე (გამოიყენე მიქსერის ფოთოლი) 2. დაანაკუწე და გააციე 3. გამოაცხვე 150 გრადუსზე 12 წთ აწყობა: 1. 20 სმ დიამეტრის მეტალის ყალიბში გაანაწილეთ ვანილის საბლე და ნახევრად გამოაცხვეთ 2. ჩაალაგეთ კარამელიზირებული ვაშლი 3. დაასხით ბისკვიტი და გამოაცხვეთ 4. ღუმელიდან გამოღებისთანავე დანამეთ 5. თავზე საკრემავი ტომარით და სადა მილით გაანაწილეთ ტოპი კარამელი 6. დაალაგეთ გამომცხვარი შტროიზელი 7. მოაყარეთ შაქარის ფხვნილი 8. გააფორმეთ სამოთხის ვაშლით © Khato bakuradze adeishvili
#news
#opinion
#photo
#art
#culinary
#cuisine
#food
Tbilisi
0